[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ამერიკისმცოდნეობა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის აღწერა

ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა, ერთადერთი საქართველოში, შეისწავლის ამერიკის შეერთებულ შტატებს შემდეგ სასწავლო კომპონენტებზე დაყრდნობით: XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურა, ამერიკის პოლიტიკის ისტორია (XX საუკუნე), ამერიკული ეთნოსი. ეს არის საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც დოქტორანტებს სთავაზობს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს ინგლისურ ენაზე. ამერიკაში 60-იან წლებში სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობამ, ვიეტნამის ომმა და ქალთა მოძრაობამ გამოიწვია კულტურული დაძაბულობა. ამ მოვლენების საპასუხოდ დემოკრატიულმა ამერიკისმცოდნეობის პროგრამამ თავისი კვლევის არეალი გააფართოვა, დაარღვია დისციპლინარული საზღვრები და გზა გაუხსნა მულტიდისციპლინარულ და ინტერდისციპლინარულ პროგრამას. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი პროგრამა არის მულტიდისციპლინარული და ამავდროულად ინტერდისციპლინარული.

ძლიერი მხარეები

პროგრამის მიზანია სტუდენტებს გაუღრმაოს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამით გათვალისწინებული ცოდნა ამერიკული საზოგადოების ფორმირების შესახებ, უკეთ გაითავისონ ზესახელმწიფოს განვითარების და ამერიკული ცხოვრების ამსახველი სხვადასხვა ასპექტები და ასახონ ისინი თეორიულად თავიანთ კვლევებში.

პროგრამის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ მულტიდისციპლინარულობა საშუალებას აძლევს მკვლევრებს აირჩიონ საკვლევი თემა ამერიკისმცოდნეობის ნებისმიერი სფეროდან: ამერიკის ისტორია, კულტურა, მედია, გეოგრაფია, პოლიტიკა, განათლება, ეთნოსი, პოპულარული კულტურა, ქალთა საკითხები, მულტიკულტურული სწავლება, ხელოვნება და სხვა. აქედან გამომდინარე, დოქტორანტების მიერ ინგლისურ ენაზე დაცული დისერტაციები გამოირჩევა უდიდესი მრავალფეროვნებით და შესრულების მაღალი სტანდარტით, რასაც განაპირობებს ოფიციალური ამერიკელი თანახელმძღვანელის, ან ოპონენტის დანიშვნის პროგრამის აუცილებელი მოთხოვნა.

პროგრამას ამჟამად მომზადებული ჰყავს 21 მაღალკვალიფიციური ამერიკანისტი დოქტორი, რომლებიც პროფესორების რანგში ლექციებს კითხულობენ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. პროგრამა უმაღლეს დონეზეა შეფასებული ამერიკისმცოდნეობის დიდი გამოცდილების მქონე ამერიკელი სფეროს დამფუძნებლების მიერ: ბერნარდ მერგენი, რობერტ გროსი, ბრიუს არნოლდი, ხოაკიმ ფაუსტი.

კარიერული შესაძლებლობები

უნივერსიტეტის ლექტორი, დიპლომატიური სარბიელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოები, ამერიკული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო ცენტრები, გამომცემლობები, ბიბლიოთეკები, ინგლისური ენის სპეციალისტი, თარჯიმანი.

მიღება

საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე)
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროგრამის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას C1 დონეზე, რომელიც დადასტურებულია ერთ-ერთი საერთაშორისო სერტიფიკატით ან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლით; ასეთის არარსებობის შემთხვევაში ჩაინიშნება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა
  • საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე
  • გასაუბრება
  • შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება

კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს ბმულზე და საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს ელ. ფოსტაზე 15 სექტემბრის ჩათვლით –  viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge 

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge 

გასაუბრების თარიღები: 16-22 სექტემბერი

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისთვის: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 4500 $

  • შავი ზღვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის სადოქტორო პროგრამებზე მოქმედებს 10%-იანი გრანტი. 

მისანიჭებელი ხარისხი: ამერიკისმცოდნეობის დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 60 ECTS

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის კოორდინატორი: პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი | tshioshvili@ibsu.edu.ge
ტელ:(+995 32) 2 800 064 (140)
ოთახი: A302