[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ფილოლოგიაში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ფილოლოგიაში

თურქული ფილოლოგია, რომელიც არის ზოგადად ფოლოლოგიის დისციპლინის ფართო დარგი, მიზნად ისახავს ძირითადი თურქული ცივილიზაციების შესწავლას მთავარი თეორიული და პრაქტიკული ლიტერატურული ნამუშევრების, ენის ნაწარმოებების განხილვის გზით. ასევე, მთავარი ტექსტების განხილვას შიდა და გარე კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ლიტერატურული ნაწარმოებების დათარიღება, ლიტერატურული ანალიზი, კრიტიკული დამოკიდებულება ლიტერატურული ტექსტების ანალიზის მიმართ და სხვადასხვა ტექსტების შედარება, ახალი ლიტერატურული მეთოდების განვითარება და ადაპტირება თურქული ლიტერატურის დარგში.

თურქული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა არის პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში, რომელიც გაიხსნა ზემოთ აღნიშნულ აკადემიურ მიზნებზე დაყრდნობით. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პროცესში გავითვალისწინეთ როგორც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი მოთხოვნები ასევე, მსოფლიო მასშტაბით ფუნქციონირებადი მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამის ზოგადი მახასიათებლები. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო ენა არის თურქული. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია ბევრი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თურქული ფილოლოგიის ექსპერტი, რომელთაც აკადემიური ნაშრომები გამოქვეყნებული აქვთ სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში.

პროგრამის მთავარია მიზანია ენების, დიალექტების, ლიტერატურის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილი თურქული სახელმწიფოების ფოლკლორის განხილვა. მათი ხელნაწერების, ისტორიული წყაროების შესწავლა თანამედროვე ფილოლოგიურ მეთოდებზე და მიდგომებზე დაყრდნობით. ასევე, თურქული ენის სწავლების ახალი მეთოდების განვითარება. ზემოღ აღნიშნული მიზნის მისაღწევად,  ჩვენი მიზანია სტუდენტების თურქული ფილოლოგიის თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფა და მაღალ კვალიფიციური ცოდნის გადაცემა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს დაეუფლონ დარგს და აწარმოონ დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევა თურქულ მეცნიერებაში. ჩვენი პროგრამა მოიცავს დამოუკიდებელ სამუშაოს, სემინარებს, პრეზენტაციებს, დისკუსიებს, სტუდენტების აკადემიური და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამას შეიძენენ შემდეგ უნარებს: დარგობრივ მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, კვლევის და მეთოდოლოგიის უნარებს თურქულ ფილოლოგიაში, თურქული ლიტერატურის სხვადასხვა დარგების შედარებას, თავდაპირველი თურქული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების უნარს, ლიტერატურული თეორიების სწავლას და მათი სხვადასხვა ლიტერატურულ ტექსტებში გამოყენებას; დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის წარმოებას თურქოლოგიის დარგში, შეიძენს სწავლის/სწავლების მეთოდების პრაქტიკულ უნარებს, კლასის მართვა, სტუდენტების ფსიქოლოგია და სხვა.

თურქული ფილოლოგიის პროგრამა იძლევა შესაბამის, მოქნილ და პრაქტიკულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ამზადებს ცალკეულ პირებს რომ ჩაერთონ, იმუშაონ და წარმატებას მიაღწიონ მსოფლიო მასშტაბით.