[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს პროფესორები ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს ეწვივნენ

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაია ჩქოტუა და პროფესორი ნიკოლოზ ფარჯანაძე უნგრეთის ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დაწყებითი და სკოლამდელი განათლების ფაკულტეტის დეკანთან, ასოცირებულ პროფესორთან, ევა მარკუსთან და პროგრამის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორთან, ვალერია არვასთან, სადაც განიხილეს სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორები მაია ჩქოტუა და ნიკოლოზ ფარჯანაძე დაესწრნენ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მომზადებულ შემაჯამებელი პროექტების პრეზენტაციებს და ასევე ჩაატარეს ლექცია თემაზე “ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა.”

ხუთდღიანი ვიზიტის დასასრულს, IBSU-ს პროფესორებმა სტუდენტებს გააცნეს საქართველოს განათლების სისტემა. ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრისას, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნიკოლოზ ფარჯანაძემ ისაუბრა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე.