IBSU-ს პროფესორები ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს ეწვივნენ
Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაია ჩქოტუა და პროფესორი ნიკოლოზ ფარჯანაძე უნგრეთის ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დაწყებითი და სკოლამდელი განათლების ფაკულტეტის დეკანთან, ასოცირებულ პროფესორთან, ევა მარკუსთან და პროგრამის
ბრიტანული სტილის დებატები IBSU-ში
საერთაშორისო ურთიერთობების, ფილოსოფიისა და დებატების და კრიტიკული აზროვნების კლუბების ორგანიზებით, IBSU-ში ჩატარდა ბრიტანული სტილის დებატები. დებატებში მონაწილე სტუდენტებმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ რეზოლუციებზე იმსჯელეს. პირველი და მეორე ადგილის მფლობელები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა. ღონისძიებას მენტორობდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთ-ერთი ტელეარხით გასული სადავო სიუჟეტი აჩვენეს დამსწრეებს. ამის შემდეგ დამსწრეები გაიყვნენ სამ ჯგუფად, რომელთაგან ერთი იცავდა მომჩივანის ინტერესებს, მეორე ჯგუფი წარმოადგენდა სიუჟეტის ავტორი
IBSU-ს ასოცირებული პროფესორი თეა ჭუმბურიძე ვროცლავის უნივერსიტეტს ესტუმრა
Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თეა ჭუმბურიძე პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩაატარა სალექციო კურსი სახელწოდებით "პოლონურ-ქართული ურთიერთობების დინამიკა 15-ე საუკუნედან დღემდე".
ამერიკისმცოდნეობის სტუდენტები ნატოსა და ევროკავშირის სამიტს დაესწრნენ
IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პირველი კურსის სტუდენტები, ანანო გოგია და საბა ფრუიძე დიპლომატიური ვიზიტით ესტონეთში, ნატოსა და ევროკავშირის ორდღიან სამიტზე იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. სამიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ ესტონეთის პრეზიდენტს, ამერიკის ელჩს ესტონეთში, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებსა და დელეგატებს. სამიტზე განიხილეს მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიცაა
IBSU-მ სამეცნიერო სემინარს უმასპინძლა
IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრმა სამეცნიერო სემინარს “ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში 21-ე საუკუნეში” უმასპინძლა, რომელშიც მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სემინარი მიზნად ისახავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევითი მიდგომების ხელშეწყობას, სხვადასხვა თაობის მეცნიერების ინტეგრირებას კვლევით საქმიანობაში და ცოდნის დისემინაციას, აქტუალური
ონლაინ გაცვლითი პროგრამა დეპოლის უნივერსიტეტთან
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა ონლაინ გაცვლითი პროგრამა დაიწყეს ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ხუთკვირიანი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები კონტენტანალიზის მეთოდის გამოყენებით გაანალიზებენ ამერიკულ და ქართულ მედიას. პროექტი გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, ხელს შეუწყობს სტუდენტებში მულტიკულტურული უნარების გამომუშავებას. პროგრამა ხორციელდება დეპოლის უნივერსიტეტის გლობალური სწავლებების ცენტრის ინიციატივით.
ნათელა დოღონაძის წიგნის პრეზენტაცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ ნათელა დოღონაძის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია – “მამების როლი შვილი გოგოებისა და შვილი ბიჭების ცხოვრებაში” გაიმართა.
ვორქშოფი – ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით
IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.
IBSU-ს სტუდენტები აშშ საელჩოს ღონისძიებას დაესწრნენ
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ავთანდილ ზარნაძემ და მარიამ ბიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც მედია ატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა. დისკუსია წარიმართა ამერიკელი ავტორის, მეთ ტაიბის ბესტსელერის „სიძულვილი: რატომ