[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსებში:

  • პროფესიული ინგლისური (კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) – 1 ვაკანსია
  • არქიტექტურული ფიზიკა და შენობათა ტექნოლოგიები (არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) – 1 ვაკანსია
  • პროექტირების ავტომატიზირებული სისტემები წარმოებაში I (AutoCAD 1) (არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) – 1 ვაკანსია
  • არქიტექტურული პროექტის სამგანზომილებიანი ციფრულივიზუალიზაცია (3Ds Max) (არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) – 1 ვაკანსია
  • არქიტექტურული პროექტირება 5 – (არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) – 1 ვაკანსია
  • მასალები და კონსტრუქციები – (არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) – 1 ვაკანსია
  • ლანდშაფტის დიზაინის საფუძვლები (არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) – 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) შესაბამისი/მომიჯნავე მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის დარგში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება ან სპეციალური მომზადება ან დარგის შესაბამისი არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;

ბ) მიმართულების არაშესაბამისი (გარდა მომიჯნავესა) სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1) დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2)   დარგში სპეციალური მომზადება;

3)   დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გ) ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოთხოვნილი პირადი საქმე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე – hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საინფორმაციო ფორმა

განცხადების ფორმა