[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სწავლის შემდეგ სფეროებში:

სწავლების ენა – ინგლისური

საზოგადოებრივი ჯანდაცვა 

  • პროფესორი – 2 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით

დიაგნოსტიკური მედიცინა

  • პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანსია 4 წლის ვადით

კლინიკური უნარ-ჩვევები, პირველადი დახმარება

  • პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანსია 4 წლის ვადით

სამედიცინო ეთიკა და სამართალი

  • პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანსია 4 წლის ვადით

ქირურგია

  • პროფესორი – 2 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით

მეან-გინეკოლოგია

  • პროფესორი – 3 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანსია 4 წლის ვადით

საბაზისო ბიოსამედიცინო მეცნიერებები

  • პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 5 ვაკანსია 4 წლის ვადით

პედიატრია

  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით

საოჯახო მედიცინა

  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით

შინაგანი მედიცინა

  • პროფესორი – 3 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასოცირებული პროფესორი – 3 ვაკანსია 5 წლის ვადით
  • ასისტენტ პროფესორი – 3 ვაკანსია 4 წლის ვადით

კანდიდატებთან აფილირების საკითხი შეთანხმდება კონკურსის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორი 

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
  2. შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი;
  3. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება, კლინიკური – სულ მცირე, ბოლო 9 წელი; 
  4. სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებულ პროფესორად/პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  5. ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან ინგლისური ენის სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge, English, UNLcert, EnglishScore და სხვ.)

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, სავალდებულო ქულების დაგროვების გარდა, აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილი პირველი კომპონენტიდან სულ მცირე ნებისმიერი ორი პუნქტის შესრულება ან მეორე კომპონენტის შესრულება:

  1. კომპონენტი:
  • საერთაშორისო ციტირების ინდექსის მქონე ჟურნალში სულ მცირე 1 სტატიის გამოქვეყნება (ნაბეჭდი ან ელექტრონული);
  • გამოცემული წიგნის (მისი მეცნიერული ღირებულების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო გამომცემლობის ან უნივერსიტეტის მიერ) ავტორობა (წიგნის მოცულობა არის მინიმუმ 100 გვერდი და არ არის დაფუძნებული დისერტაციაზე);
  • საერთაშორისო სამეცნიეროკვლევითი/საგანმანათლებლო პროექტის ხელმძღვანელობა;
  • საზღვარგარეთის ავტორიზებულ (მასთან გაიგივებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო/კვლევით დაწესებულებაში სასწავლო ან/და კვლევითი გამოცდილება;
  • დაცული სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა;
  • ციტირების ინდექსის (h-ინდექსი) არანაკლებ 3 მაჩვენებელი;
  • საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო/პატენტი.

2. კომპონენტი- მიმართულების შესაბამისი განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები, რომლებიც კომისიის მიერ .

ასოცირებული პროფესორი 

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
  2. შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი
  3. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება, კლინიკური – სულ მცირე, ბოლო 5 წელი 
  4. ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან ინგლისური ენის სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge, English, UNLcert, EnglishScore და სხვ.)

ასისტენტ – პროფესორი 

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
  2. შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი;
  3. კლინიკური გამოცდილება – სულ მცირე, ბოლო 3 წელი; 
  4. ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან ინგლისური ენის სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge, English, UNLcert, EnglishScore და სხვ.)

შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ბ) პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

გ) პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს იმავე ან მომიჯნავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს; 

პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია დასტურდება შემდეგი კრიტერიუმებით:

დ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება პროფესორისათვის სულ მცირე 10 (ათი) წელი, ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 (შვიდი) წელი,  ასისტენტ-პროფესორისათვის სულ მცირე 5 (ხუთი) წელი; 

ე) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება;

ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;

ზ)  ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან ინგლისური ენის სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული.

გთხოვთ გაითვალისწინეთ: 

  • ) და ) პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმები ალტერნატიულია. კანდიდატის მხრიდან ერთ ერთი მათგანის დაკმაყოფილება საკმარისია, ხოლო ) და ზ) პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმის დაკმაყოფილება სავალდებულოა ) ან ) პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან ერთობლიობაში.
  • თუ კანდიდატის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავება მოხდა სამეცნიერო ნაშრომების გარეშე, წინამდებარე წესის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში აკადემიური პერსონალი ვალდებულია გამოაქვეყნოს დარგთან დაკავშირებული სულ მცირე 1 (ერთი) პუბლიკაცია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

  1. განცხადება;
  2. საინფორმაციო ფორმა R19F18;
  3. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  4. შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი (კლინიკური დისციპლინებისთვის);
  5. ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  6. სამეცნიეროპედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  7. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  8. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  9. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (იბსუ გარდა) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
  10. ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  11. პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში);
  12. ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
  13. ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა

ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 1 წლის დამადასტურებელი დოკუმენტი

ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების არანაკლებ 1 წლის დამადასტურებელი დოკუმენტი

ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების  დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით 

ან ინგლისური ენის სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge, English, UNLcert, EnglishScore და სხვ.)

დაინტერესებულმა პირმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 24 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით (10:00 სთდან 17:00 სთმდე) შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში. 

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2595005 (131/132)

მისამართი: . თბილისი, . აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

ელ ფოსტა: hr@ibsu.edu.ge

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება. 

თანდართული დოკუმენტები: