[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სწავლის შემდეგ სფეროებში:

 

ამერიკისმცოდნეობა  (სწავლების ენა – ინგლისური)

  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორი

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით;
  2. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  3. ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო არანაკლებ 2 აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული 1 პუბლიკაცია.
  4. სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ასევე:

  1. კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება – ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 6 (ექვსი) წელი
  2. ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რეფერირებად სამეცნიერო ან პროფესიულ ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები შესაბამისი მიმართულებით – ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე ერთი პუბლიკაცია, ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება, რომელიც დასტურდება მისი პროფესიული გამოცდილებით.
  3. სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე).

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

  1. განცხადება (იხილეთ თანდართული დოკუმენტი)
  2. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  3. ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  4. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  5. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  6. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  7. სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  8. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ის გარდა);
  9. ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  10. უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  11. აკადემიური თანამდებობის პოზიციის დაკავების ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია;
  12. პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში პროფესიული ნიშნის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  13. არასახელმწიფო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში (გარდა სერტიფიკატებისა), სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.

 

შერჩეულმა კანდიდატემა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

  • ნასამართლეობის ცნობა (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის) და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა (გარდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ის თანამშრომლებისა);
  • 2 ფერადი ფოტო-სურათი (3X4) – ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე/ელ-ფოსტაზე).
  • ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკიდან;
  • წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტების ბეჭდური/ორიგინალი ვერსიები.

 

კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

 

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

 

დაინტერესებულმა პირმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინოს 2024  წლის 3 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში.

 

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2595005 (131/132)

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

ელ ფოსტა: hr@ibsu.edu.ge.

 

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება.

 

თანდართული დოკუმენტები: