[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

პროფესორი სამართლის მიმართულებით

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამართალმცოდნეობის (კერძო სამართლის მიმართულება) აფილირებული პროფესორის (1 ვაკანსია) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. სწავლების ენა – ინგლისური.

ვაკანტური ადგილები:

აფილირებული პროფესორი – სამართალმცოდნეობის (კერძო სამართლის) მიმართულებით – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1 – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან იურიდიულ მეცნიერებებში;
2 – სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
3 – სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებულ პროფესორად/პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
4 – სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 200 ქულა; სულ მცირე 100 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
5 – ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ B2 დონე.

შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება – სულ მცირე 10 (ათი) წელი;
გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;
ე) ინგლისური ენის ცოდნა -მინიმუმ B2.

კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატმა აფილირების შეთანხმება გააფორმოს უნივერსიტეტთან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):
1 – განცხადება (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
2 – საინფორმაციო ფორმა – R19F18 (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
3 – პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
4 – ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
5 – სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
6 – CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
7 – სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში (R36I1F1 – იხილეთ თანდართული დოკუმენტი). პროფესორის აკადემიური თანადებობის დაკავებისათვის კანდიდატის მიერ მინიმუმ 200 ქულის დაგროვება (სულ მცირე 100 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე) (არ ვრცელდება პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში); (იხილეთ თანდართული დოკუმენტი)
8 – დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
9 – სილაბუსი: ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე) ან ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე). შეგიძლიათ იხილოთ ფორმატი თანდართული ფაილების სახით, თუმცა კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც.
10 – ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ს გარდა);
11 – ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
12 – უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
13 – პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში);
14 – ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 4 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ საგნის გრაფაში (subject) მიუთითეთ – Professor in Law.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

თანდართული დოკუმენტები:
განცხადების ფორმა
საინფორმაციო ფორმა
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში
სილაბუსი (ორენოვანი) ქართული | ინგლისური