[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის წარმომადგენლებთან. თეონა ტურაშვილმა და გოგა თუშარაშვილმა ჩაატარეს ლექცია თემაზე "საჯარო სექტორის ღიაობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა."

IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტთა ორგანიზებით, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა და თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე შურღულაიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ეროვნული დაზვერვა და უსაფრთხოება." სპიკერმა შეხვედრაზე ისაუბრა ეროვნული დაზვერვის სპეციფიკაზე, მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე. განსაკუთრებული

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ERASMUS+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა გიორგი აგირბაია, საჯარო მმართველობის დოქტორი, ProActive Group Georgia დამფუძნებელი და Erasmus+ ახალგაზრდული პროექტების ორგანიზატორი. სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის ეფექტურ გზებზე, რაც სტუდენტებს საერთაშორისო პროექტებზე წვდომას გაუადვილებს.

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, მარიამ ცუხიშვილის, მარიამ გულიაშვილისა და ნინო ხუბიეროვის მიერ ორგანიზებული პროექტი - “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” წარმატებით დასრულდა. სტუდენტები შეხვდნენ დუშეთისა და საჩხერის რეგიონის სკოლებში 200-მდე მოსწავლეს და გააცნეს IBSU-ს საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტურ აქტივობებს.

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პირველი კურსის სტუდენტები, სამართალმცოდნეობის ლექტორის, ვეფხვია გრიგალაშვილის ინიციატივით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრნენ. IBSU-ს სტუდენტები დაესწრნენ როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესებს. ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას.

IBSU-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე "ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობა, პრობლემები და გამოწვევები," რომელსაც უძღვებოდა პაპუნა დავითაია, მესამე რანგის კაპიტანი, რომელსაც აქვს ნატოს გაერთიანებულ საზღვაო ძალების შტაბბინაში მოღვაწეობისა და ნატოს ანტიტერორისტულ და საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობის ხუთწლიანი გამოცდილება. შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო ნატოს

IBSU-ს სამართლის მესამე კურსის სტუდენტები, სისხლის საპროცესო სამართლის სალექციო კურსის ფარგლებში, პროფესორ ბესიკ მეურმიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, პირადად შეხვედროდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეს, რომელმაც

IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის "სტაჟირების ხელშეწყობა" ფარგლებში, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური." საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტის კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი, Talent Flow-ს დამფუძნებელი, და ნანა ყუფუნია, HR

IBSU-მ სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გვანცა დავითაშვილს უმასპინძლა. საჯარო ლექციის ფარგლებში, დავითაშვილმა სტუდენტებს ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით სახალხო დამცველის პრაქტიკა და რეკომენდაციები გააცნო. ასევე, მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრაზე განიხილა საუნივერსიტეტო გარემოში ადამიანის უფლებების სწავლების გამოწვევები.

IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “რელიგიის გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე”, რომელსაც უძღვებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის უფროსის ყოფილი მოადგილე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კავკასიის რეგიონის რელიგიურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ჩვენი ქვეყნის უახლესი მოვლენების ანალიზს. შეხვედრას ესწრებოდნენ IBSU-ს სტუდენტები