[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე 26 ოქტომბერს ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ბიუროს კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური და ფსიქიატრიული დეპარტამენტის მუშაობის წესს.

სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლეჰიუ ეწვია.სტუმარმანატოს სამეკავშირეო მისიისა და ზოგადად ორგანიზაციის მნიშვნელობაზე,ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი რანგის სტუმრისგან დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ და პრობლემატურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძესთან და ბიუროს ექსპერტ მალხაზ ჩიტაიასთან. სტუმრებმა სტუდენტებთან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მნიშველობასა და ფუნქციებზე ისაუბრეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ

13 სექტემბერს სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველ კურსელთათვის, სადაც ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაეხმარება სტუდენტებს ეფექტურად წარმართონ სასწავლო პროცესი.