[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია, თემაზე „თეთრი საყელოს დანაშაული გერმანიაში“. ლექცია ჩაატარა ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის საპატიო სენატორმა და დოქტორმა მიხაელ ჰარცმა. ლექციას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის  ლექტორები და სტუდენტები.

IBSU ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში ორი საჯარო ლექციით მონაწილეობს  -  „სოციალური მედია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“ და „შრომის პირობების დაცვა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები.“ 8 დეკემბერს, საპანელო დისკუსიას - „შრომის პირობების დაცვა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები“ -   ჩაატარებენ  შრომის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA)  და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მოიცავს საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა  და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ერთობლივ ორგანიზებას. ასევე  უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე არსებული სამართლის კლინიკა, შესაბამისი მომართვის არსებობის შემთხვევაში, გაუწევს უფასო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა  სამართლის სამეცნიერო კონფერენცია ფილოსოფიაში. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი. კონფერენციის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო ნამუშევარი კი გამოქვეყნდება თანამედროვე სამართლის ჟურნალის შემდეგ ნომერში, რომელიც ფაკულტეტის მიერ მზადდება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო, ივანე ჯავახიშილის თბილისის სახელმწიფო,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ. ასევე, სტუდენტებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს შენობა და მუზეუმი. სამოქალაქო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე იმსჯელეს  სასამართლო სისტემის მოწყობაზე და უზენაესი სასამართლოს ფუნქციებზე. სამართლის ფაკულტეტის 20 სტუდენტის საქართველოს უზენაეს

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურიშვილმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჰიბრიდული საჯარო ლექცია ჩაატარა, თემაზე "დისციპლინური სამართალწარმოების როლი და მიზანი." შეხვედრაზე ზურაბ აზნაურაშვილმა ისაუბრა დისციპლინური სამართალწარმოების მნიშვნელობაზე  და ყურადღება გაამახვილა სამართალწარმოების პროცედურებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სტუდენტებს იმიტირებული სასამართლო პროცესის "სამოსამართლეო ქცევა

IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კოზმინსკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში გავლილი სამართლის საგნების სერტიფიკატები გადაეცათ. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში ოთხი საგანი შეისწავლეს - EU Insurance Law, Multiculturalism, Multilingualism and Comparative Law, New Challenges for IP Law, Human Rights in Europe.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან ერთად ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებს. უნივერსიტეტსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა მოაწერეს. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, დამოუკიდებელი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება შავი ზღვის საერთაშორისო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება საარჩევნო სამართლის საზაფხულო სკოლა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საზაფხულო სკოლა გაიმართება ონლაინ,Google Meet პლატფორმის მეშვეობით. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროცესი განხორციელდება 19 ივლისი-17 აგვისტოს პერიოდში.