[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

სალექციო კურსის "სასტუმროს მენეჯმენტი" ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება მოეწყო თბილისის ორ სასტუმროში "ეპიზოდი" და აპარტ-ჰოტელი "გრატუსი." სტუდენტებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულად შეეფასებინათ ორი სხვადასხვა დანიშნულების სასტუმრო: ხანგრძლივი ბინადრობისთვის/ან ოჯახისთვის განკუთვნილი აპარტამენტის ტიპის ახლადგახსნილი სასტუმრო და ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც განსხვავდება თვითმომსახურეობით, რადგან იგი ერთადერთი სასტუმროა self

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სალექციო კურსის: "კულტურული ტურიზმი" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გასვლითი ლექცია ჩატარდა თემაზე "მუზეუმების როლი კულტურულ ტურიზმში."

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სალექციო კურსის ,,საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები" ფარგლებში, პორტუგალიელმა პროფესორმა, ხოსე ვარელა გომესმა ჩაატარა სემინარი თემაზე  - "ღვინის ტურიზმი".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორგანიზაცია Eesti Haridusagentuur საბჭოს წევრ, დოქტორ სერგეი კასკას უმასპინძლა. სტუმარმა სალექციო კურსის “საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები” ფარგლებში, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა სემინარი თემაზე:”ვირტუალური ტურიზმი”.

IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე დარა აჰმედი დაინიშნა. დარა აჰმედი არის კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის ასოცირებული პროფესორი; ასევე, KAP Business Laboratory-ის თანადამფუძნებელი, ბიზნეს კონსულტანტი და კორპორატიული ტრენერი. ბატონი აჰმედი იყო აჭარა ჯგუფის აკადემიაში ოპერაციების მართვის მენეჯერი. აღსანიშნავია, დარა აჰმედის დიდი

2024 წლის 18 და 19 იანვარს, ბიზნესის სკოლის ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო საგნის „BUS111 ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეთვრამეტე, ყოველწლიური პროექტი "ბიზნეს გეგმების შეჯიბრი." სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა და პროექტის კოორდინატორის, პროფესორი, დოქტორის, თეა კბილცეცხლაშვილის ხელმძღვანელობით 6 კვირის განმავლობაში ჩამოაყალიბეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას ეწვივნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ფედერაციის ხელმძღვანელობას. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე “ეკონომიკური თავისუფლება.” სპიკერებმა, რამაზ გერლიანმა, ნოდარ სირბილაძემ და ირაკლი მაკალათიამ განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის "თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება," "ეკონომიკური პოლიტიკა," და "სახელმწიფო ქონების სტატისტიკა. რა ეკონომიკურ პოტენციალს არ იყენებს საქართველო?” ლექციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში სტუდენტები დაესწრნენ სხდომას და შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მთავარ სპეციალისტებს. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის შემოდგომის სეზონის პირველ ნაკადს უმასპინძლა. ორდღიან უფასო ტრენინგს 50-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სახალისო და საინტერესო აქტივობებთან ერთად, მეგობრულ გარემოში გაცნობოდნენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე ტრენერებს საკუთარი ბიზნეს გეგმებიც წარუდგინეს. ბიზნეს