[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იბსუს სტუდენტები ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას

29.12.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, 14 უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მემორანდუმი გააფორმა.მემორანდუმის მიხედვით, თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

 კვლევის დასრულების შემდეგ კი დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად. კვლევის დახმარებით განისაზღვრება მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები, მათი რაოდენობა, ხანგრძლივობა, არსებული პრობლემები და სხვა.

კვლევის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე, ითანამშრომლებს საქართველოში შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციასთან (GITOA) და საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან(GTA)-სთან.