[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენცია 10-11 მაისს გაიმართება

12.04.2024

IBSU განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენციას 10-11 მაისს უმასპინძლებს.

ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. წელს ექვსი ამერიკელი განათლების ექსპერტი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებს კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავს შემდეგ თემებს:
🔸 განათლება
🔸განათლების ისტორია
🔸განათლების ფსიქოლოგია
🔸სასწავლო გარემოს მართვა
🔸განათლების ლიდერობა
🔸მენეჯმენტი და ადმინისტრირება
🔸უცხოური ენების სწავლების მეთოდები
🔸საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
🔸ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება
🔸კულტურა და ლიტერატურა

აბსტრაქტის წარდგენის საბოლოო ვადა: 25.04.2024
ნაშრომის გამოგზავნის საბოლოო ვადა: 30.05.2024

🔗 კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია
www.ircelt.ibsu.edu.ge.

🔗 დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://ircelt.ibsu.edu.ge/listener-registration/

🔗 მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://ircelt.ibsu.edu.ge/abstract-submission/