[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ლატვიის სამხატვრო აკადემია საზაფხულო სკოლაში სტუდენტების მიღებს აცხადებს

27.03.2024

ლატვიის სამხატვრო აკადემია RISEBA-ს არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას 12 დღიან საზაფხულო სკოლაში.

სკოლის მონაწილეები მიიღებენ ახალ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას დიზაინის შექმნის პროცესში, ჩაატარებენ კვლევებს და ექსპერიმენტებს. სკოლის თემები მოიცავს არქიტექტურას, დიზაინს, ხელოვნებას, ასევე კლიმატის ცვლილებას და გარემოს დაცვას.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და 6 კრედიტს.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 1 აპრილი, 2024.

სწავლის პერიოდი: 22 ივლისი-3 აგვისტო

სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები (1000 ევროს ოდენობით), რომელიც ფარავს საცხოვრებელ და მონაწილეობის ხარჯებს.

კითხვებისთვის მოგვწერეთ: iro@ibsu.edu.ge