Public lecture “PR and Crisis Management”
იბსუს საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია "პიარი და კრიზისების მართვა", რომელსაც უძღვებოდა PR კომპანია UP- ის დამფუძნებელი და დირექტორი სალომე მახარაძე. შეხვედრისას, განხილული იყო სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კრიზისების მართვა და გადაჭრის გზები.
„სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL II) მეორე მოდულის ტრენინგი გაიმართა - თბილისისა და რუსთავის 12 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს
საპანელო დისკუსია თემაზე: “იპოთეკის უფლება ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ”
ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულთან დაკავშირებით, იბსუს სამართლის ფაკულტეტმა მეორე საპანელო დისკუსიაც გამართა თემაზე: "იპოთეკის უფლება ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ". საპანელო დისკუსიის ფორმატით განიხილეს - საკუთრების უფლებასთან, კერძოდ, იპოთეკის უფლებასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი და დისკუსიის მასალების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ბეჭდურ
პანელური დისკუსია – ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საგზაო უსაფრთხოების ჭრილში
ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულთან დაკავშირებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საპანელო დისკუსიას უმასპინძლა თემაზე: ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა საგზაო უსაფრთხოების ჭრილში. შეხვეედრაზე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის და ადამიანის ძირითად უფლებათა ურთიერთმიმართების ანალიზი, არსებული შეზღუდვების და მათი მნიშვნელობის შეფასება. მომხსენებლები: • ირაკლი
მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა უნივერსიტეტის რექტორისგან მადლობის წერილი მიიღო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექტორს - ელისაბედ (მარიკა) ჩქარეულს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მადლობის ფურცელი გაუგზავნა. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა დირექტორს მადლობის ფურცელი სკოლის კურსდამთავრებულის - სოფიკო სალთხუციშვილის, როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ლიდერის მომზადებისთვის გაუგზავნა, ხოლო სკოლა დიპლომით დააჯილდოვა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლეების
სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა – მერი იობიძე
2019 წლის, დეკემბრის 27, 15:00 საათზე იმართება მერი იობიძე - სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა “ინგლისურის როგორც უცხოური ენის სტრატეგიული სწავლა-სწავლება მოსწავლეების გამოცდებისათვის მოსამზადებლად (ერთიანი ეროვნული გამოცდების მაგალითი საქართველოში)” შზსუ-ს საკონფერენციო ოთახი კორფუსი A, N 101. დისერტაციას შეგიძლიათ დაესწროთ შზსუ-ს ბიბლიოთეკაში.
„ინგლისურენოვანი პროგრამების ძირითადი ნიშა საქართველოში IBSU-ს აქვს დაკავებული” – ილიას ჩილოღლუ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, არსებული პრობლემების მიუხედავად, სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო, უნივერსიტეტი ძველ რეიტინგს დაუბრუნდა და ჯამში 750-მდე სტუდენტი მიიღო. როგორც ადრე, IBSU-ს სტუდენტები სარგებლობენ შიდა საგრანტო შეღავათებით და სტიპენდიებით. წელს უნივერსიტეტს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა National Geographic-ის ტრენერს უმასპინძლა
8 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა National Geographic-ის ტრენერს ალექს ვორენს თემით – ”21-ე საუკუნის წარმატებული ინგლისური ენის შემსწავლებლები”. ტრენინგის ორგანიზების პარტნიორი იყო English Book Education. სესიაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა და დამამთავრებელი
მემორანდუმი IFES Georgia-სთან
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IFES-სა (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი IFES Georgia) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან მემორანდუმი განაახლა. მემორანდუმი მიზნად ისახავს „დემოკრატიისა და მოქალაქეობის“ სასწავლო კურსის დანერგვას. კურსის სწავლებისთვის 2011წ. USAID-ის მხარდაჭერით მომზადდა სახელმძღვანელო, რომელიც 2017წ. განახლებული სახით გამოიცა ქართველი და უცხოელი
პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს IBSU-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიუს მაშკევიჩისთვის, იბსუს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ელჩი მისასალმებელ სიტყვაში პოლონეთის უახლესი ისტორიას შეეხო, საბჭოთა მემკვიდრეობასა და პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა. https://bit.ly/2ORMaQR