[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს მმართველმა საბჭომ დღევანდელ შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების გზებზე იმსჯელეს. IBSU-მ დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეგროვება უკვე დაიწყო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი საჭირო ნივთების შესაძენად დამატებით თანხასაც გამოყოფს.    

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქ. საფფეთ ბაირაქთუთანის ბრძანება, საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, 2023-2024 სასწავლო წელს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე მიღების გამოცხადების, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხისა და ვადების  განსაზღვრის შესახებ. ბრძანება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს. "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ თსუ-ს რექტორატს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაარსებიდან 105 წლის იუბილეს. საქართველოს ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ერის ინტელექტუალურ განვითარებაში," აღნიშნავს IBSU-ს რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი.

IBSU-მ არქიტექტურის ოთხდღიანი ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ტრენინგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მოსწავლეებს მიღებული ცოდნა მომავალი პროფესიის არჩევაში გამოადგებათ. IBSU-ს ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის საფუძვლებს, არქიტექტურულ ხატვას,

IBSU უერთდება საქველმოქმედო აქციას და თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეგროვებას იწყებს. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის IBSU-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მსურველებმა ნივთები უნდა დატოვონ IBSU-ს A კორპუსში, 108-ე ოთახში, 11 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, დღის

ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა უმცროს მეცნიერ-თანამშრომელთათვის განკუთვნილი კონკურსი, ასევე მოკლევადიანი საგრანტო და სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსები. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 25 თებერვალი დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ლაზარსკის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშომლობის საკითხები, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, კვლევითი პროექტების, სასწავლო გეგმის შემუშავების, ერთობლივი ყოველწლიური პუბლიკაციებისა და კონფერენციების ჩატარების საკითხები.

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებს (KNB Scholarship)  აცხადებს. Kemitraan Negara Berkembang (KNB) Scholarship 2023 მოიცავს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სასწავლო პროგრამებს ინდონეზიის რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო უნივერსიტეტებში. დაინტერესებულ პირთათვის აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა არის 18 თებერვალი 2023 წელი. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს -

საქართველოში ტექნოლოგიური, კომპიუტერული განათლების დაუფლების რამდენიმე გზა არსებობს. სასწავლო ცენტრებთან ერთად, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად მომრავლდა, შესაბამის ფაკულტეტს რამდენიმე უნივერსიტეტიც გვთავაზობს, მათ შორის IBSU. ვრცლად - https://bit.ly/3xcoig5

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო აცხადებს 2023-2024 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამებსა და საზაფხულო კურსებს ლატვიაში. აღნიშნული მოიცავს სასწავლო პროგრამებს ლატვიის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და მკვლევარებისთვის. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის