ვორქშოფი – ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით
IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.
IBSU-ს სტუდენტები აშშ საელჩოს ღონისძიებას დაესწრნენ
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ავთანდილ ზარნაძემ და მარიამ ბიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც მედია ატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა. დისკუსია წარიმართა ამერიკელი ავტორის, მეთ ტაიბის ბესტსელერის „სიძულვილი: რატომ
მალაიზიის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა
მალაიზიის სახელმწიფომ 2023-2024 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის გამოყო სასტიპენდიო პროგრამები. განცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა: 18 მაისი დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3VEgyiv