IBSU-მ კარიერის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა HR Hub–ის მიერ ორგანიზებულ კარიერის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სამსახურის მაძიებლების გრანდიოზულ შეკრებაზე, IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს უნივერსიტეტში მიმდინარე ვაკანსიები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიებაზე, რომლის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, 70-მდე კომპანია იყო ჩართული.