[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

საუდის არაბეთის საელჩოს პირველი მდივანი, საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აჰმად ასირი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. საელჩოს წარმომადგენელი IBSU-ს პროგრამებს გაეცნო და კამპუსი დაათვალიერა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ასევე IBSU-ს ინგლისურენოვანი პროგრამებით საუდის არაბეთის სტუდენტების დაინტერესებაზე.

IBSU-ს პროექტმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში გაიმარჯვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, IBSU მომავალ სასწავლო წელს უმასპინძლებს ფრანგულენოვან სტაჟიორს უნივერსიტეტში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით. საქართველოდან ორმა პროექტმა გაიმარჯვა. IBSU პროექტს ჯიპასთან ერთად განახორციელებს.  

ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს მოწვეული ლექტორი ლაშა ქავთარაძე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტს ეწვია და წაიკითხა ლექცია სახელწოდებით " საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოსთან და რუსეთ-უკრაინის გავლენა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე.

ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და მკვლევარმა, დავნოროვ დონიორბეკ აბდულო ოგლიმ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზბეკეთის სამართლებრივ სისტემაზე ლექცია ჩაატარა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულმა ლექტორმა იურისტის პროფესიაზეც ისაუბრა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის