მოკლევადიანი სადოქტორო კვლევითი მობილობა საფრანგეთში
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ქართველი დოქტორანტებისთვის კვლევით მობილობას 2 თვის ვადით საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში. დოქტორანტებისთვის სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 2100 ევროს 2 თვის განმავლობაში. სტიპენდიები ფარავს მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯების ნაწილს, ან მთლიანად, საფრანგეთში კვლევის პერიოდში. განაცხადი ღიაა ყველა დისციპლინის ქართველი დოქტორანტებისთვის
IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა. ღონისძიებას მენტორობდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთ-ერთი ტელეარხით გასული სადავო სიუჟეტი აჩვენეს დამსწრეებს. ამის შემდეგ დამსწრეები გაიყვნენ სამ ჯგუფად, რომელთაგან ერთი იცავდა მომჩივანის ინტერესებს, მეორე ჯგუფი წარმოადგენდა სიუჟეტის ავტორი