[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თეა ჭუმბურიძე პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩაატარა სალექციო კურსი სახელწოდებით "პოლონურ-ქართული ურთიერთობების დინამიკა 15-ე საუკუნედან დღემდე".

Devexperts-ის ტრენერმა ალექსეი ბაბუხმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე "ციფრული ოცნების გუნდი: IT კომპანიების შიგნით". ბაბუხმა ისაუბრა IT როლებსა და მათ მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში; ასევე მიმოიხილა IT-ში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები და IT-ის განვითარებადი ტენდენციები. ლექციის დასასრულს, Devexperts-ის ტრენერმა ​სტუდენტების შეკითხვებსაც

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტები, მარიამ ცუხიშვილი, მარიამ გულიაშვილი და ნინო ხუბიეროვი პროექტ - “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” ფარგლებში შეხვდნენ დუშეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრისას მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტურ

IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის შუაგულში "მომსახურების სტანდარტების" ტრენინგი ჩატარდა. გამოცდილმა ტრენერმა თეიმურაზ გოდერძიშვილმა IBSU-ს თანამშრომლებს მომსახურების თანამედროვე სტანდარტები და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზები გააცნო. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა როგორც თანამედროვე სტანდარტების, ისე კორპორატიული ეთიკისა

IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრმა სამეცნიერო სემინარს “ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში 21-ე საუკუნეში” უმასპინძლა, რომელშიც მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სემინარი მიზნად ისახავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევითი მიდგომების ხელშეწყობას, სხვადასხვა თაობის მეცნიერების ინტეგრირებას კვლევით საქმიანობაში და ცოდნის დისემინაციას, აქტუალური

IBSU-ს გუნდი ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულია. სტუდენტური კონკურსის ფინალში მონაწილეობა საუკეთესო შედეგის მქონე რვა გუნდმა მიიღო. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი თამარ ბლიაძის, მარიამ მღებრიშვილის, მანანა გაჩეჩილაძისა და ბიჭიკო დეკანოიას შემადგენლობით; იმიტირებული პროცესის საუკეთესო გამომსვლელად კი მარიამ მღებრიშვილი დასახელდა. IBSU-ს

IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა ონლაინ გაცვლითი პროგრამა დაიწყეს ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ხუთკვირიანი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები კონტენტანალიზის მეთოდის გამოყენებით გაანალიზებენ ამერიკულ და ქართულ მედიას. პროექტი გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, ხელს შეუწყობს სტუდენტებში მულტიკულტურული უნარების გამომუშავებას. პროგრამა ხორციელდება დეპოლის უნივერსიტეტის გლობალური სწავლებების ცენტრის ინიციატივით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ ნათელა დოღონაძის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია – “მამების როლი შვილი გოგოებისა და შვილი ბიჭების ცხოვრებაში” გაიმართა.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა HR Hub–ის მიერ ორგანიზებულ კარიერის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სამსახურის მაძიებლების გრანდიოზულ შეკრებაზე, IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს უნივერსიტეტში მიმდინარე ვაკანსიები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიებაზე, რომლის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, 70-მდე კომპანია იყო ჩართული.

IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ვრცლად: newsday.ge