[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSI-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა შემდეგ საინტერესო თემებს: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იურისტ გოგა კიკილაშვილის წიგნის "ბიზნეს სამართალი" პრეზენტაცია გაიმართა. ორენოვანი სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის. "ბიზნეს სამართალი" IBSU-ს ხელშეწყობით გამოიცა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი მეოთხე კურსის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე რექტორმა და სტუდენტებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის გამოსაშვები საღამოს თარიღი/ორგანიზება და სამაგისტრო პროგრამები.

IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.  

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ავთანდილ ზარნაძემ და მარიამ ბიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც მედია ატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა. დისკუსია წარიმართა ამერიკელი ავტორის, მეთ ტაიბის ბესტსელერის „სიძულვილი: რატომ

მალაიზიის სახელმწიფომ 2023-2024 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის გამოყო სასტიპენდიო პროგრამები. განცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა: 18 მაისი დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3VEgyiv

IBSU თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გილოცავთ! ამ დღესთან დაკავშირებით, IBSU რადიომ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა განაახლა. დღეიდან სტუდენტური რადიო 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. დღის 1-დან 2 საათამდე ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები პირდაპირ ეთერში მსმენელს შესთავაზებენ ახალ ამბებს გადაცემაში IBSU ნიუსი, ასევე, დღის სტუმართან

IBSU-მ ერასმუს + პროექტის ფარგლებში პოლონიის უნივერსიტეტის დოქტორს, ჯასეკ ვიატროვსკის უმასპინძლა. მოწვეულმა სტუმარმა სამართლისა და საჯარო ადმინისტრირების სტუდენტებისათვის ლექცია ჩაატარა თემაზე "დაცვის უფლების კონსტიტუციური პრინციპი და მისი განხორციელება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით."  

IBSU-ს პროექტი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ იწყება. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი, მიზანად ისახავს IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე. ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური

კრეატიული სააგენტო IVAKNOWS-ის დირექტორმა, სალომე ივანიაძემ IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:“რა არის ციფრული მარკეტინგი, როგორ შეიძლება დასაქმდე ციფრული პროფესიებით.” ლექცია შეეხებოდა მარკეტინგში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. სალომემ სტუდენტებს გააცნო ციფრული მარკეტინგის ხელოვნება და მისი პრაქტიკული გამოყენების გზები.