[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლამ (ISIE) შიდა ქართლის რეგიონში პროექტის „ახალგაზრდები ევროკავშირის გზაზე“ ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის შესახებ გამართა. სტუდენტები ესტუმრნენ კარალეთის N1 საჯარო სკოლას, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრს და ხაშურის N 7 საჯარო სკოლას. საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. შავი ზღვის საერთაშორისო

IBSU-მ უმასპინძლა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს, კატრინ ზალჰერტს, ინფორმატიკისფაკულტეტის კოორდინატორს, მარიო ნოეგებაუერს და საერთაშორისო ოფისისხელმძღვანელს, ჯულიანე ტერპეს. გერმანელმა სტუმრებმა შეხვედრები გამართეს IBSU-ს რექტორთან, პრორექტორებთან, დეკანებთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის და საერთაშორისო პროექტების და ინოვაციებისსამსახურის ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გერმანელი პროფესორების ვიზიტი უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმისფარგლებში შედგა, რომელიც

IBSU-ში რიგით მე-2 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომელიც აერთიანებდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების აქტიური ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში და მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამომუშავება; ახალგაზრდა მეცნიერების და მკვლევარების ჩართულობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, კვლევითი

IBSU-ს აზიის კულტურის კლუბმა ფარნების ფესტივალი გამართა. მრავალფეროვანი და სახალისო ფესტივალი მოიცავდა ვიქტორინას, ინდური ჰენას მასტერკლასს, თამაში გო-ს მასტერკლასს და ტურნირს, იაპონური და ჩინური ჩაის დეგუსტაციას, სათამაშო კუთხეებსა და აკუსტიკურ კონცერტს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესპანეთის შუა ატლანტიკურ უნივერსიტეტს შორის Erasmus+ KA107-ის ხელშეკრულება გაფორმდა. IBSU და შუა ატლანტიკური უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ ერაზმუს+ -ის პროექტებს და უზრუნველყოფენ პერსონალისა და სტუდენტების მობილობის საკითხებს.

Erasmus + ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის გაცვლითი პროგრამის (ICM) ფარგლებში, ​IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების და არქიტექტურის სკოლის დეკანი თეა თოდუა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან ნანობაშვილი პორტუგალიაში, ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ეწვივნენ. პროექტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტური მობილობისა და ორმაგი ხარისხის შესაძლებლობის ხელშეწყობას. პროექტში 18 ქვეყნის 59 პროფესორ-მკვლევარი მონაწილეობდა.

უნგრეთის ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის პროფესორი, მაია ჯინ ლო ბელო Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელი პროფესორი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებს. ასევე, ლო ბელომ რამდენიმე ლექცია ჩაატარა IBSU-ს

IBSU-ში შიდა მობილობის სარეგისტრაციო ვადა გამოცხადდა. განცხადების მიღების ვადა: 17 ივლისი - 25 აგვისტო. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ფაილი  

ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს სკოლას IBSU-ში მოგროვებული წიგნები გადასცეს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პედაგოგებმა. სასწავლო ექსპედიციას კურირებდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია, რომელმაც საგნების „ფოტოჟურნალისტიკისა“ და „სოციალური საკითხების“ სტუდენტები მაღალმთიანი რეგიონის პრობლემატიკის გასაცნობად წაიყვანა. ვიზიტის

IBSU-ს ექვსი სტუდენტური კლუბის ორგანიზებით, IBSU-ში პირველი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი გამორჩეული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და მუსიკალური ნომრებით.