[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, იაშარ აქიუზმა 2008-2009 წლის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში უმასპინძლა და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა. ასევე, იაშარ აქიუზი ესტუმრა წარმატებით დასაქმებულ კურსდამთავრებულებს სამუშაო ადგილზე და გაეცნო მათი სამსახურის თავისებურებებს.   იაშარ აქიუზი IBSU-ს კურსდამთავრებულებს წარმატებები და კარიერული წინსვლა უსურვა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა შეკრების ტრადიციას აგრძელებს. წლევანდელ საზეიმო შეკრებას, რომელიც გამორჩეული იყო სახალისო აქტივობებითა და მუსიკალური გაფორმებით, სასტუმრო ‘ბილტმორმა’ უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეკრება უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს ამყარებს.

კომპანია ‘დევექსპერტის’ წარმომადგენელმა, ოლგა მიროშნიკოვამ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ‘პროექტების მართვა’. სპიკერმა სტუდენტებს გააცნო პროექტის მართვის თანამედროვე პროცესები, პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მეთოდები. შეხვედრის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.