განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენცია 10-11 მაისს გაიმართება
IBSU განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენციას 10-11 მაისს უმასპინძლებს. ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.