Firewall-ის როლი ქსელებში
17.05.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით სტუდენტებისთვის გაიმართა ქსელების უსაფრთხოების ექსპერტის, ვატო ჩანტლაძის, საჯარო ლექცია თემაზე "შემდეგი თაობის საფრთხის პრევენცია, Firewall-ის როლი ქსელებში".
ლექციაზე სტუმარმა ისაუბრა შემდეგი თაობის Firewall-ის უპირატესობებისა და არქიტექტურის შესახებ. საჯარო ლექციის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.