[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ყაზახეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსი, კონსული, იერლან აბიშევი IBSU-ში ყაზახ სტუდენტებს შეხვდა. იერლან აბიშევი გაეცნო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ სტუდენტურ ცხოვრებას საქართველოში.

ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. კახა შენგელია უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. კეტრინ სალჩერტს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, იულიანა ტეპეს და კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში ამავე ქვეყნის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში. პირველი ღონისძიება, რომელსაც ვენამ უმასპინძლა მოიცავდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობის შემსწავლელი ჯგუფის (RSSC SG) მე-3 შეხვედრას და სახელმძღვანელო წიგნის პროექტის „ადამიანის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია იმყოფება გერმანიის ქალაქ ცვიკაუში ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე პარტნიორ უნივერსიტეტების რექტორებთან და სხვა სტუმრებთან ერთად. ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ ასევე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით კონსულტანტი, მაკა ნასრაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი თამარ შოშიაშვილი და მარკეტერი სტუდენტები ესტუმრნენ მცხეთის #1, #2 საჯარო სკოლებს და საგურამოს საჯარო სკოლას. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება.“ ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი,  დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ

ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი ერაზმუს პლუსის მობილობის პროგრამაზე მიღებას აცხადებს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ბიზნესის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრი: თებერვალი/ივნისი/ივლისი აპლიკაციის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი კონტაქტი: Iro@ibsu.edu.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერაზმუს პლუსის გაცვლით პროგრამასა და სტაჟირებაზე მიღება გამოაცხადეს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. განცხადების გაგზავნის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი