[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღია კარის დღის ფარგლებში 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამარ შოშიაშვილმა და მარკეტერებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამები და შეთავაზებები გააცნეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თამარ შოშიაშვილი, ბიზნესის სკოლის დეკანი ილია ბოცვაძე და მარკეტერები ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ინტერაქტიურ შეხვედრაზე IBSU-ს წარმომადგენლებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები და შეთავაზებები გააცნეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს თბილისის #208 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ. "სოციალური ქცევის" ფარგლებში, ბავშვები ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს გაეცნენ.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფეხბურთო კომენტატორი და პროდიუსერი სანდრო ცნობილაძე ეწვია. ინტერაქტიულ შეხვედრაზე სანდრო ცნობილაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესპანეთის შუა ატლანტიკურ უნივერსიტეტს შორის Erasmus+ KA107-ის ხელშეკრულება გაფორმდა. IBSU და შუა ატლანტიკური უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ ერაზმუს+ -ის პროექტებს და უზრუნველყოფენ პერსონალისა და სტუდენტების მობილობის საკითხებს.

სალომე კუჭუხიძე IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი გახდა. წლების განმავლობაში ქალბატონი სალომე მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად, ომბუდსმენად, სამართლის სკოლის დოქტორანტურის კოორდინატორად, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და კავკასიის

IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30-მდე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნენ ბაზარზე არსებულ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს. დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კომპანიების შეხვედრას, მიმდინარე ვაკანსიების და სტაჟირებების გაცნობასა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. IBSU-ს მარკეტერებმა მომავალ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტში მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და მრავალფეროვანი გრანტების შესახებ. პოზიტიური განწყობის შექმნაზე კი იზრუნა უნივერსიტეტის მხიარულმა მასკოტმა.    

IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი როტერდამში საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის კონფერენციას დაესწრო. თამარ შიოშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ბრიტანიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სტუდენტთა გაცვლაზე ორიენტირებულ თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებმა მემორანდუმს ხელი 2019 წელს მოაწერეს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი მფლობელები, კახა შენგელია და გია კავთელიშვილი დღეს IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე IBSU-ს ახალმა რექტორმა, კახა შენგელიამ აღნიშნა, IBSU შეინარჩუნებს თავის ბრენდს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მენეჯმენტს. შენგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IBSU გაძლიერდება და კიდევ უფრო გაიზრდება მისი საერთაშორისო ცნობადობა,