[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლამ (ISIE) შიდა ქართლის რეგიონში პროექტის „ახალგაზრდები ევროკავშირის გზაზე“ ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის შესახებ გამართა. სტუდენტები ესტუმრნენ კარალეთის N1 საჯარო სკოლას, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრს და ხაშურის N 7 საჯარო სკოლას. საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. შავი ზღვის საერთაშორისო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესპანეთის შუა ატლანტიკურ უნივერსიტეტს შორის Erasmus+ KA107-ის ხელშეკრულება გაფორმდა. IBSU და შუა ატლანტიკური უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ ერაზმუს+ -ის პროექტებს და უზრუნველყოფენ პერსონალისა და სტუდენტების მობილობის საკითხებს.

გაემგზავრე ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს საერთაშორისო ორგანიზაციებში! IBSU-ს ახალი სასწავლო ტურის ფარგლებში გაეცნობი ევროპარლამენტის და ნატოს მუშაობის სპეციფიკას და შეიძენ უნიკალურ გამოცდილებას. სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3PhmcWT საკონტაქტო ელფოსტა: vre@ibsu.edu.ge დეტალები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში

 პროექტის „იზრუნე ხარისხის განვითარებაზე“ ფარგლებში, IBSU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ უნივერსიტეტის ახლადარჩეულ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს. სამსახურის უფროსმა ქეთევან ნანობაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა 2022-2023 სასწავლო წელს მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ. სტუდენტებმა გამოთქვეს მოსაზრებები და სურვილები უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მსგავსი შეხვედრები მიზნად

საუდის არაბეთის საელჩოს პირველი მდივანი, საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აჰმად ასირი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. საელჩოს წარმომადგენელი IBSU-ს პროგრამებს გაეცნო და კამპუსი დაათვალიერა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ასევე IBSU-ს ინგლისურენოვანი პროგრამებით საუდის არაბეთის სტუდენტების დაინტერესებაზე.

IBSU-ს პროექტმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში გაიმარჯვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, IBSU მომავალ სასწავლო წელს უმასპინძლებს ფრანგულენოვან სტაჟიორს უნივერსიტეტში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით. საქართველოდან ორმა პროექტმა გაიმარჯვა. IBSU პროექტს ჯიპასთან ერთად განახორციელებს.  

ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს მოწვეული ლექტორი ლაშა ქავთარაძე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტს ეწვია და წაიკითხა ლექცია სახელწოდებით " საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოსთან და რუსეთ-უკრაინის გავლენა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე.

ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და მკვლევარმა, დავნოროვ დონიორბეკ აბდულო ოგლიმ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზბეკეთის სამართლებრივ სისტემაზე ლექცია ჩაატარა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულმა ლექტორმა იურისტის პროფესიაზეც ისაუბრა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის

Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თეა ჭუმბურიძე პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩაატარა სალექციო კურსი სახელწოდებით "პოლონურ-ქართული ურთიერთობების დინამიკა 15-ე საუკუნედან დღემდე".

Devexperts-ის ტრენერმა ალექსეი ბაბუხმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე "ციფრული ოცნების გუნდი: IT კომპანიების შიგნით". ბაბუხმა ისაუბრა IT როლებსა და მათ მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში; ასევე მიმოიხილა IT-ში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები და IT-ის განვითარებადი ტენდენციები. ლექციის დასასრულს, Devexperts-ის ტრენერმა ​სტუდენტების შეკითხვებსაც