[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

2022 წ.  12 ივნისს,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ტურიზმის  საბაკალავრო  პროგრამის სტუდენტებისთვის,   სასწავლო  კურსის  „ტურიზმის საფუძვლების“  ფარგლებში,  განხორციელდა  გასვლითი  ლექცია-სემინარი . შეხვედრა  ჩატარდა თბილისის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილას ავლაბრის უბანში ძველი ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის უნიკალურ დარბაზში, რომელიც ფორაქიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა.    შემაჯამებელი

"USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბიზნეს ქეისების კონკურსში მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე, აგრეთვე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ საქართველოში ოპერირებადი ბიზნეს კომპანიების მიერ შემუშავებული ბიზნეს ქეისებზე და შესთავაზონ მათ პრობლემის საუკეთესო გადაჭრის გზები. რეგისტრაციის

IBSU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში ტურისტული სოფელი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, ტურისტული პროდუქტების გამოფენა - გაყიდვა, საჩვენებელი ტურისტული ლექცია/სიმულაცია და სხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის პროგრამის სტუდენტების მიერ ათვისებული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა დამსწრე

15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა. მან ისაუბრა დაცული ტერიტორიების დღევანდელ სისტემაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და სტუდენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

29 მარტს, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის: „საქართველოს დაცული ტერიტორიების" ფარგლებში ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორ გიორგი სულამანიძესთან. მან ისაუბრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ისტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ძირითად სახეობებზე, დღევანდელ პრობლემებზე, ტურისტულ მარშრუტებსა და რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. მადლობა

კომპანია Headvice აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის, მარკეტინგის სპეციალისტისა და მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე. დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, რეზიუმეები გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: career@headvice.ge ბიზნეს ანალიტიკოსი მარკეტინგის სპეციალისტი მარკეტინგის კოორდინატორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის პროგრამის ფარგლებში 15.03.2022 ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო შეხვედრა ,,საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში და საზაფხულო დასაქმების პროგრამა". მომხსენებელი: ნუცა ციგროშვილი, შიდა ოპერაციების მენეჯერი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა შეხვედრა ,,მელაანური მასპინძლობა", ახალი ტურისტული დესტინაციისა და კონკურენტუნარიანი ტურისტული ეკო პროდუქტების შექმნის შესახებ. შეხვედრა ჩაატარა ტურიზმის სპეციალისტმა, "Melaanian vintage" დამფუძნებელმა, თეონა თაბორიძემ.

გაცნობებთ, რომ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-16 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში

ზაჰა ქონსთრაქშენსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს არქიტექტურის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების დატრენინგებას და მათ პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას. ასევე, ერთობლივი ტრენინგები იგეგმება ზაჰა ქონსთრაქშენის თანამშრომლებისთვისაც, არქიტექტურის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით.