[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

კომპანია ‘დევექსპერტის’ წარმომადგენელმა, ოლგა მიროშნიკოვამ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ‘პროექტების მართვა’. სპიკერმა სტუდენტებს გააცნო პროექტის მართვის თანამედროვე პროცესები, პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მეთოდები. შეხვედრის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

IBSU-ში საქართველოში არქიტექტურის პირველი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა ნაშრომების დაცვა გაიმართა. არქიტექტურის უნიკალური პროგრამა, რომელიც ევროპის წარმატებული არქიტექტურული სკოლების მაგალითზეა აგებული, თორმეტმა სტუდენტმა დაამთავრა, მათ შორის ცხრა საერთაშორისო სტუდენტია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროგრამაში გათვალისწინებულია ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორებისა და პოტენციური დამსაქმებლების რეკომენდაციებიც.

IBSU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი წანაწყენიშვილი კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის კონგრესში მონაწილეობს. IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საგანმათლებლო პროგრამის წარდგენა ამ მასშტაბის პროფესიულ ფორუმზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  

IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development (html5, css3) და 3D graphics (Blender) - ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.

IBSU-ს პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საგაზაფხულო სეზონი დღეს საზეიმოდ დაიხურა. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მიერ ინიცირებული პროექტის მონაწილეები, ტრენერები და ასისტენტები სერტიფიკატებითა და ბრენდული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ერთთვიანი უფასო პროექტის ფარგლებში, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა IBSU-ში

IT Outsource კომპანია "ტექნეტმა" IBSU-ს კომპიუტრული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებისთვის დღეს საჯარო ლექცია გამართა. "ტექნეტი" IBSU-ს სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.

Devexperts-ის ტრენერმა და Front-End Developer-მა, ოლეგ ჩერვონცევმა IBSU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე “გახდი Front-End Developer: უნარები, ტრენდები, და გზა კარიერისკენ.” ტრენერმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროს თავისებურებები.

Devexperts-ის ტრენერმა ალექსეი ბაბუხმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე “ციფრული ოცნების გუნდი: IT კომპანიების შიგნით”. ბაბუხმა ისაუბრა IT როლებსა და მათ მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში; ასევე მიმოიხილა IT-ში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები და IT-ის განვითარებადი ტენდენციები. ლექციის დასასრულს, Devexperts-ის ტრენერმა ​სტუდენტების შეკითხვებსაც

IBSU-ს პროექტი "პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ დაიწყო! კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს ოთხ კურსს სთავაზობს: არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი) არქიტექტურული ხაზვა არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები მაკეტის შექმნა (მოდელირება)    

IBSU-ს პროექტი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ იწყება. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი,  მიზანად ისახავს IX, X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე. ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური