[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს კამპუსის ეზოში სტუდენტთა ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართა. თბილისისა და სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟებზე, პორტრეტებზე, ნატურმორტებზე, ურბანული, თუ სხვა თემატიკის ფოტოებზე იმუშავეს ძირითადად ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა. დოკუმენტური ფოტოს პროექტებს ხელმძღვანელობდა საგან „ფოტოჟურნალისტიკის“ პედაგოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ოლიკო ცისკარიშვილი. საგნის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში "Asian Culture Club/აზიის კულტურის კლუბი" დაარსდა. კლუბის დაარსების ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი და კანცლერი დოქტ. ექრემ დინდაროლი. ღონისძიებაზე კლუბის წევრებმა სამომავლო გეგმები გააცნეს სტუმრებს, შეხვედრის დასასრულს კი სტუმრებს ალაფურშეტით გაუმასპინძლდნენ.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის სტუდენტური კლუბის, “InnoWave”-ის ორგანიზებით  VRex Immersive-ის თანადამფუძნებელთან და ლიმონ 10-ის წამყვანთან - ნიკოლოზ გოგოჭურთან, გაიმართა შეხვედრა საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე : ,,მოუსმინე ბაზარს”. მოწვეულმა სპიკერმა სტუდენტებს სტარტაპის კეთების საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა მარცხის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახლად ჩამოყალიბებული ინტელექტუალური თამაშების კლუბის "Effyia" ინიციატივით,  ,,წიგნების თარო" გაიმართა.

ენების კლუბ Lingo Quest-ის აქტივობებში IBSU-ს საერთაშორისო სტუდენტებიც ჩაერთნენ. სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს საშუალება მიეცათ გამოფენის ტიპის მულტიკულტურულ ღონისძიებაზე გაცნობოდნენ ისეთი უცხო ქვეყნების კულტურულ და ენობრივ თავისებურებებს, როგორებიცაა ფიჯი, ეგვიპტე, თურქეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი. კლუბის წევრებმა მონაწილე სტუდენტები სამახსოვროდ ქართული, ტრადიციული, თემატურად

25 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის, კერძოდ განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "ემოციური ინტელექტი" რომელსაც წაუძღვა ფსიქოლოგი, ტრენერი ქალბატონი ნინო ელბაქიძე. ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ ნებისმიერი სახის კითხვა და მიეღოთ სრულყოფილი პასუხი თითოეულ მათგანზე. დიდი

ენების კლუბ Lingo Quest-მა მხარდამჭერების სურვილი გაითვალისწინა და მორიგი ღონისძიება მიუძღვნა თარგმანს, რომელზეც ყველა დამსწრე, მართლაც რომ, თარგმანში დაიკარგა, საინტერესო სტუმართან ერთად. Lingo Quest-ის მოწვეულმა სტუმარმა, სინქრონისტმა მთარგმნელმა, სალომე ჯაფიაშვილმა აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარა რჩევები, თუ როგორ გავიკვლიოთ გზა თარგმნის

30 სექტემბერს, მთარგმნელთა და თარჯიმანთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ენების კლუბ Lingo Quest-ის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქართველი მწერალი და მთარგმნელი - ანა კორძაია-სამადაშვილი ესტუმრა. საჯარო ლექციის ფარგლებში სტუმარმა საკუთარი გამოცდილება და ლიტერატურული თარგმნის ხელოვნება გაუზიარა აუდიტორიას. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.

საქართველოს უნივერსიტეტების სპორტის ფედერაცია სპორტულ შეჯიბრებებს 13 სხვადასხვა კატეგორიაში აწყობს.  სტუდენტებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, შეუძლიათ შეავსონ თანდართული ფორმა და გაგზავნონ კლასგარეშე აქტივობების ოფისის მაილზე არაუგვიანეს 10 ოქტომბრამდე. ვინაიდან თითოეულ კატეგორიაში შეზღუდული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, პრიორიტეტის რიგი განისაზღვრება პირველი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის ფაკულტეტის დელეგატის-გიორგი წიკლაურისა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა პროექტი - „რთული შემთხვევები სამართლის ფილოსოფიაში“.   პროექტში მონაწილეობა მიიღო 4 გუნდმა. პირველი ეტაპი - 10 ივნისი, 15:30 საათი ფინალური ეტაპი - 17 ივნისი, 13:00