Image Alt

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი, ამჟამად სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა, 2005 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლაში 200-მდე მაგისტრანტი და 100-მდე დოქტორანტი სწავლობს. ამჟამად, 12 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამა მოქმედებს.
სწავლების ენებია ქართული და ინგლისური. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა შეუძლია ბაკალავრის ხარისხის მფლობელ ნებისმიერ მსურველს, რომელიც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდებს და შემდგომ უნივერსიტეტის შიდა გამოცდებს ჩააბარებს ინგლისურ ენასა და სპეციალობაში.
სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის საფუძველზე.
სამაგისტრო და სადოქტორო სკოლაში მოწვეული არიან პროფესორები სხვადასხვა ქვეყნიდან (ამერიკა, ჰოლანდია, ინგლისი, პოლონეთი). სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამები დაახლოებით 20 უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტთან მოქმედებს. ასეთ პროგრამებში მონაწილეობა ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ კვლევებში ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: graduateschool@ibsu.edu.ge
ტელეფონის ნომერი: +995 32 2595006 (147)
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. თბილისი 0131 საქართველო
ოთახი: A-210