შედარებითი კომერციული სამართალი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შედარებითი კომერციული სამართალი

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

პროგრამის მიზანი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის  “შედარებითი კომერციული სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი შედარებითი კომერციული  სამართლის სფეროში, რომელსაც ექნება სიღრმისეული ცოდნა;

შეძლებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სავაჭრო და, ზოგადად, ბიზნეს სფეროში კერძო და მომიჯნავე საჯარო ურთიერთობათა დონეზე წარმოშობილი პრაქტიკული პრობლემების და კონფლიქტების ეტიმოლოგიის იდენტიფიცირებას და რაციონალურ მოწესრიგებას საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების საფუძველზე, ასევე, შეძლებს ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ და აკადემიურ აუდიტორიასთან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

სამართლის სკოლა ეხმარება სტუდენტებს სტაჟირების გავლაში უნივერსიტეტის პარტნიორ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში/კომპანიებში, მათი ინტერესების შესაბამისად.

კარიერული შესაძლებლობები

კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კომპანიები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს კომპანიები
  • საჯარო სამსახურის სტრუქტურები შესაბამისი პროფილით
  • საკონსულტაციო კომპანიები
  • სხვა ორგანიზაციები, სადაც საჭიროა იურისტის კვალიფიკაციის მქონე კადრი

კურსდამთავრებულს, ასევე შეუძლია, გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – სამართლის დოქტორანტურაში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მიღების წინაპირობები

  • სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა (ან ამის გარეშე, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში)
  • საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2) (ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ან აქვთ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესი

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული www.iro.ibsu.edu.ge

____________________________________________________________________________________________________________

მისანიჭებელი ხარისხი: სამართლის მაგისტრი
სწავლების ენაქართული (ინგლისურენოვანი კომპონენტებით)
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

სწავლის საფასური 

საქართველოს მოქალაქეებისთვის: 3540 GEL
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 9900 GEL

შეღავათები

შეღავათები

თუ უკვე მოიპოვე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება, სამაგისტრო და სადოქტრო სკოლის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის პერიოდში ჩარიცხვის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

უკრაინის მოქალაქეებისთვის:

თუ უკვე მოიპოვეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის პერიოდში ჩარიცხვის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

უკრაინის მოქალაქეებისთვის:

უკრაინის მოქალაქე სწავლის საფასურის შეღავათის სახით მიიღებს 50%-იან შეღავათს,  პროგრამით განსაზღვრულ სწავლის პერიოდში. (ბაკალავრიატზე  – 4 წელი, მაგისტრატურაზე – 2 წელი, დოქტორანტურაზე – 3 წელი).

შეღავათი შეეხება:

ა) სტუდენტებს, ვინც 2022 – 2023 წლიდან ჩაირიცხება;

ბ) სტატუს აღდგენილებს:

გ) მობილობით გადმოსულებს.

სტატუსის აღდგენისა და მობილობის წესით გადმოსვლის შემთხვევაში, შეღავათს გამოიყენებს უნივერსიტეტის შიდა გრანტის გამოყენების წესის მიხედვით (სემესტრში 30 კრედიტი, პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი პერიოდი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
ელფოსტა graduateschool@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)
პროგრამის კოორდინატორი:პროფ.დოქტ. ქეთევან ქოქრაშვილი