ხედვა:
კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების შენების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ხარისხიანი უმაღლესი განათლება. საზოგადოების ჯანსაღი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული სწავლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე. სამართლის ფაკულტეტის წვლილი ამ პროცესში არის ის, რომ უზრუნველყოს თანამედროვე ღირებულებზე ორიენტირებული, კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი პროფესიონალების აღზრდა.
მისია:
ჩვენი მისიაა მოვამზადოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო განათლების მქონე კურსდამთავრებულები, შევქმნათ სწავლებისა და კვლევისათვის ისეთი გარემო, რომელიც შესძენს მათ უნარებს ადაპტირდნენ ნებისმიერ გარემოში, თამამად და ღირსეულად შეხვდნენ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს.
თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით სტუდენტს ჩამოუყალიბდება კრეატიული, შემეცნებითი აზროვნება, რომელიც მას გამოადგება, არა მხოლოდ პროფესიულ ასპარეზზე არამედ ზოგადად სოციალურ სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას. ამასთან, ხაზგასასმელია ის, რომ პროცესის ნაწილია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე კვალიფიციური კადრების მოზიდვა და ამ გზით მაქსიმალურად მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. მისიის ნაწილია სტუდენტზე ორიენტირებული,მოქნილი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების უზრუნველყოფა.