[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გასვლითი ლექცია-სემინარი პროფესიულ კოლეჯ “იკაროსში”

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ირაკლი შამათავა, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი თამარ კაკუტია და უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტები პროფესიულ კოლეჯ “იკაროსს” ესტუმრნენ, სადაც “შესავალი განათლების პოლიტიკაში” ფარგლებში გასვლითი ლექცია-სემინარი ჩატარდა.

პროფესიული კოლეჯის დირექტორმა რუსუდან ჩართოლანმა, კოლეჯის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტებს კოლეჯის შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. კოლეჯში ჩატარდა ლექცია-სემინარი, რომელიც განათლების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. სემინარის ბოლოს, სტუდენტებმა, შეფმზარეულის ხელმძღვანელობით კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე, მხარეებმა პროფესიული კოლეჯის „იკაროსის“ პროგრამულ პრიორიტეტებზე და უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრეს. როგორც სკოლის დეკანმა ირაკლი შამათავამ აღნიშნა, მთავარია ამ პროცესში ახალგაზრდების სათანადო ჩართულობა, რაც განათლების პოლიტიკისთვის განმსაზღვრელიც შეიძლება გახდეს.

კოლეჯის კურსდამთავრებულთა 80%-ზე მეტი დასაქმებულია სხვადასხვა სპეციალობით. პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე ისეთ განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლებიან როგორებიცაა: სარესტორნო საქმის მწარმოებელი, კონდიტერი, კულინარიის საქმე, სასტუმროს საქმის მწარმოებელი, ტუროპერატორი, საიუველირო საქმის მასალათმცოდნეობა, სასტუმროს საქმის მწარმოებელი, ბარმენი, მებაღე-დეკორატორი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, თბილისის გიდი, ღვინის გიდი, სომელიე, ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადების ტექნოლოგი.