[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ში პროექტი “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” ჩატარდა

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

IBSU-ს უფასო პროექტის “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” ფარგლებში, უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ორდღიანი ტრენინგების განმავლობაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს და მის მნიშვნელობას.

პროექტი ხელს უწყობს პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.