[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადება სწავლების ფორმატთან დაკავშირებით

01.10.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2021 წლის 28 სექტემბრის განცხადებას, სწავლების ფორმატის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტისათვის უმთავრესი პრიორიტეტია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის უსაფრთხო  გარემოს შექმნა. ამ მიზნით, იბსუ-ს აკადემიური პერსონალის და ადმინისტრაციის 97% სრულად ვაქცინირებულია.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით და აუდიტორიებში სწავლების განახლებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია სტუდენტთა 70% მაინც იყოს აცრილი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სტუდენტებს, აიცრან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის და აკადემიური პერსონალის ჯანმრთელობას. ვინაიდან, ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით აცრილ სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებელი დაბალია, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლების ფორმატი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იქნება დისტანციური. 

მიუხედავად, იმისა, რომ უნივერსიტეტი  მზადაა სწავლა განაახლოს აუდიტორიებში, დააკვირდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელს. შესაბამისად, სწავლას აუდიტორიებში განაახლებს სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.