[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU–ს სტუდენტმა ელისაბედ ორბელიანის თარგმანის კონკურსში მიიღო მონაწილეობა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა, ანი მწარიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმანის კონკურსში. ანიმ მწარიაშვილმა ინგლისურიდან თარგმნა ჯორჯ ორუელის ესსე – “ლიტერატურის დათრგუნვა”.
ელისაბედ ორბელიანის თარგმანის კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეულნი იყვნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძე.
ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმანის პრემია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწესდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა მთარგმნელებისა და ზოგადად, მთარგმნელობითი პროცესების წახალისებას ახალგაზრდებს შორის.