[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2023 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში. მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა წარადგინონ საქართველოში იაპონიის საელჩოში ა.წ. 24 ივნისამდე. დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და წარსადგენი

საერთაშორისო სტუდენტთა ინტეგრაციის კლუბის მიერ იმართება ესეების კონკურსი საერთაშორისო სტუდენტთათვის. ესეების ინსპირაციად არჩეულია აკაკი წერეთლის პოემა "გამზრდელი". სტუდენტებს ევალებათ წაიკითხონ მასალა და ისაუბრონ თემაზე: "რა აყალიბებს ადამიანს: ბუნება თუ საზოგადოება". კონკურსის სპონსორია სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც გამარჯვებულებს გადასცემს სპეციალურ პრიზებს! ესეები უნდა დაიწეროს Sylfaen

გაცნობებთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და კონსულტაციებით, უნივერსიტეტმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი წარიმართოს შემდეგი ფორმატით: 2 მაისიდან, ყველა ლექცია ჩატარდება უნივერისტეტის აუდიტორიებში. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ლექციას დაესწრონ ფიზიკურად. ამავდროულად, ლექციების ტრანსლირება განხორციელდება Google Meet პლატფორმის გამოყენებით, იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურვილი ექნება სასწავლო პროცესში ჩაერთოს დისტანციურად. ხაზგასასმელია, რომ დასკვნითი გამოცდები ყველა სასწავლო კურსში ჩატარდება არადისტანციურად, უნივერსიტეტის აუდიტორიებში. გისურვებთ წარმატებებს!

2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციის მიზნებია: თანამედროვე ეკონომიკური პროცესებისა და გამოწვევების განხილვა; ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;

საქართველო უკრაინისთვის! შემოუერთდი სოლიდარობის აქციას და სიმბოლურად 31  მარტს 22:00 საათზე #გაანათე საკუთარი სახლის ფანჯრიდან. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რადგან მიგვაჩნია,  რომ თავისუფლება ჩვენი უალტერნატივო და მარადიული არჩევანია! ასევე მიგვაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ღირსებისთვის,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იაპონური კულტურის კლუბის ორგანიზებით ტარდება იაპონური მანგების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც X-XI-XII კლასის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსის სპონსორები არიან: Parsek1 Miniso Biblusi პრიზები: I ადგილი - Parsek-სგან მანგის ეგზემპლარი, Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, Biblus-ის 50 ლარიანი ვაუჩერი II

ძვირფასო სტუდენტებო! გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში 2 მაისიდან სრულად გადავა  სააუდიტორიო სწავლების ფორმატზე, ხოლო მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აუდიტორიებში სწავლა განახლდება 16 მაისიდან. ძალაში რჩება საბაზისო რეგულაციები, როგორიცაა პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და დისტანციის დაცვა. გისურვებთ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს სახელით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვუერთდებით მსოფლიო პროტესტს და ვგმობთ აგრესიის ამ უსასტიკეს გამოვლინებას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უცხადებს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს უფასო ტრენინგებს მასწავლებლებისთვის! ტრენინგების შინაარსი ორი ძირითადი მიმართულებით გაიშლება: ა) თანამედროვე სწავლების მეთოდები - გულისხმობს დემოკრატიული, მოსწავლეზე ორიენტირებული, კომუნიკაციური და კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას. ბ) მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ციფრული აპლიკაციების მეთოდოლოგიურ გამოყენებას საკლასო ოთახში. ტრენინგის შედეგად: მონაწილეები შეძლებენ დაგეგმონ

თემა: ჩემი თვალით დანახული საქართველო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ საერთაშორისო სტუდენტებს, რომელთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული 2 ფოტო მისამართზე Contest@ibsu.edu.ge კომპეტენტური ჟიური შეაფასებს თქვენს ფოტოებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: ორიგინალობა, კრეატიულობა, გამოხატვის თავისუფლება და თემატიკა. სტუდენტებს ეძლევათ შანსი