თინათინ გაბრიჩიძის სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა
2023 წლის, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩატარდება თინათინ გაბრიჩიძის სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა “დაფინანსებისა და ფინანსური მენეჯმენტის განათლების ხარისხზე ზეგავლენის ფაქტორები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (საქართველოს კერძო და საჯარო უნივერსიტეტების მაგალითზე)” შზსუ-ს საკონფერენციო ოთახი კორპუსი A, N 101. დისერტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ IBSU-ს ბიბლიოთეკაში.
დევექსპერტის ლექცია: აპლიკაციის არქიტექტურის ძირითადი პრინციპები
“დევექსპერტის” წარმომადგენელმა, Frontend დეველოპერმა, ნიკიტა ლიტოვჩენკომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე “აპლიკაციის არქიტექტურის ძირითადი პრინციპები."
IBSU-ს სტუდენტების გუნდი “რა? სად? როდის?” – ის გამარჯვებულია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში "რა? სად? როდის?" პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა საუნივერსიტეტო თამაშში, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა, შვიდი გუნდი მონაწილეობდა. თამაშს უძღვებოდა კლუბის "რა? სად? როდის?" პრეზიდენტი გიორგი მოსიძე. ინტელექტუალური შეჯიბრი სტუდენტური day-off-ების მიერ ორგანიზებული პროექტის Educational Party-ის ფარგლებში
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი სტუდენტებს შეხვდა
IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი სალომე კუჭუხიძე სამართალმცოდნეობის პროგრამის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ახალმა დეკანმა სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი ‘გორგიასა’ და ‘დევექსპერტის’ წარმომადგენლებს შეხვდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თეა თოდუა შეხვდა კომპანია "გორგიასა" და "დევექსპერტსის" წარმომადგენლებს. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების, მათი მომავალი კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. დეკანმა და კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
IBSU აბრეშუმის გზის მე-18 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრადიციული, აბრეშუმის გზის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც 14 ქვეყნის 80-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს. ორდღიანი კონფერენციის თემატიკა მოიცავს რუსეთის მიერ წამოწყებულ კონფლიქტს უკრაინაში და მის გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მომიჯნავე რეგიონებზე. კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სომხეთის
‘ტენეს’ დამფუძნებლის ლექცია IBSU-ში
ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის ინიციატივით, IBSU-ში გაიმართა კომპანია „ტენე“-ს დამფუძნებლის, სანდრო ლილუაშვილის საჯარო ლექცია. სპიკერმა სტუდენტებთან ვრცლად ისაუბრა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებაზე; ცირკულარულ ბიზნესმოდელებზე – დაფინანსების მოძიებასა და ბაზარზე პოზიციონირებაზე.
IBSU-ში 28-ე აკადემიური სასწავლო წელი გაიხსნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. თამარ მახარაშვილის განცხადებით, IBSU ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს თავისი გამორჩეული ნიშა და ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. "ვულოცავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კიდევ ერთი ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ წინ. ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ყოველ ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი აფასებს აკადემიური პერსონალის ღვაწლს და საუკეთესოებს გამოყოფს. გისურვებთ ამ არაჩვეულებრივი ტრადიციის