[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

გახდი მიწის მესაკუთრე და დაეხმარე სხვას ამ მიზნის მარტივად მიღწევაში! 11 და 12 მაისს,  მიწის კანონმდებლობის ერთ-ერთი ავტორი, უპრეცედენტო გამოცდილების მქონე სპეციალისტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და GIZ-ის ტრენერი მიწის საკუთრების სამართალში  თამარ წიკლაური შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარებს 14 საათიან ტრენინგს

სამართლის ფაკულტეტის 2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრის სარეიტინგო სისტემის გამარჯვებული, მესამე კურსის სტუდენტი მიხეილ ლაგაზაშვილი გახდა. მიხეილი შეფასდა, როგორც აკადემიური მოსწრებით ისე სოციალური აქტივობებით,რომელიც მან ერთი სემესტრის განმავლობაში გამოავლინა. ფაკულტეტისაგან ის ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას,მონდომებისა და ბეჯითად მუშაობისთვის. ეს პროექტი არის ერთგვარი შთაგონება

⭕️ სამართლის ფაკულტეტის დეკანმა 2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლითი პროგრამის წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა ⭕️ საბაკალავრო პროგრამის მეოთხე და მესამე კურსის სტუდენტებმა: რუსუდან შაშიკაძემ, ქრისტი უბილავამ, მარიამ ფილიშვილმა, მარიამ ბედოიძემ, თათა ჩხიკვაძემ და თეონა ხაჩიურმა ლოძის უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ყველა არჩეულ საგანში უმაღლესი ”A”

⭕️სისხლის სამართლის კვირეული დასრულდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის 👨‍🎓გოგა მინდიაშვილის საჯარო ლექციით 💬თემაზე: "საზოგადოების როლი პერსონალურ მონაცემთა დაცვაში“ ⭕️ კვირეული მოიცავდა ბოლო დროს განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს საკანონმდებლო სივრცეში ⭕️სტუდენტებმა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა სტუმართან ერთად განიხილეს სიახლეები, მათი ძლიერი და სუსტი

მიმდინარეობს 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებზე განცხადებების მიღება. Mykolas Romeris University - ვილნიუსი, ლიტვა, Lodz University - ლოძი, პოლონეთი. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ფაკულტეტს.

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2019 წლის შეჯიბრში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის რიგით

15-16 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება ტრენინგი "შემოქმედებითი მეწამეობა". ტრენინგი გათვლილია 9-დან 13 წლამდე მოსწავლეებისთვის. პროექტის მიმართ დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე გვესაჭიროება მოხალისეების დახმარება საორგანიზაციო საკითხებში. დაინტერესებული პირები გთხოვთ დაუკავშირდით პროექტის ორგანიზატორს, მარიამს - 577 68 68 43. მოხალისეებს პროექტის ბოლოს გადაეცემათ სერთიფიკატები. 

გთხოვთ, შეამოწმოთ ფინალური გამოცდების ცხრილი სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში (SIS-ში). გთხოვთ, გამოცდების დამთხვევის შემთხვევაში მიმართოთ საგამოცდო ცენტრს (A307) 26 ნოემბრიდან  30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ცხრილი გადაამოწმოთ ყოველდღიურად, რადგან შეიძლება შეიცვალოს კვირის ბოლომდე; გამოცდაზე დასასწრებად, აუცილებლად თან იქონიეთ სტუდენტური ბარათი. ფინალური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტს  განცხადებითა და გაცდენის მიზეზის დამადასტურებელი საბუთით, გამოცდის გაცდენიდან 2  კალენდარულ დღეში;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს - პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენციისათვის, - ნაშრომების კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე,

იმ სტუდენტთა საყურადღებოდ, რომლებიც დაინტერესებულნი ხართ გაცვლითი პროგრამებით, 15 ნოემბერს 15:00-16:00 საათზე გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან, ა101 აუდიტორიაში.