[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგი

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

შედარებითი კომერციული სამართალი

Comparative Business Law

პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ეკატერინე ბაკარაძე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სამართლის მაგისტრი;

ვახტანგ ზაალიშვილი, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი

სწავლების საფეხური მაგისტრატურა (უმაღლესი განათლების II საფეხური)
სწავლების ენა ქართული, ინგლისური კომპონენტებით
საგანმანათლებლო

პროგრამის ტიპი

აკადემიური
 

კრედიტების რაოდენობა

პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, რომელიც განაწილებულია შემდეგნაირად:

Ø  42 კრედიტი – სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები;

Ø  24 კრედიტი – პროფესიული პრაქტიკა (შეთავაზებული სამი კლინიკიდან (სამართლის კლინიკა – 12 კრედიტი, მედიაციის კლინიკა – 12 კრედიტი, არბიტრაჟის კლინიკა – 12 კრედიტი) სტუდენტი ირჩევს ორს);

Ø  24 კრედიტი – არჩევითი კომპონენტი, რომელიც მოიცავს სპეციალობის არჩევით სასწავლო კურსებს;

Ø  30 კრედიტი – სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა.

სპეციალობის არჩევითი კომპონენტის 24 კრედიტიდან სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 6 კრედიტი აითვისოს თავისუფალი კრედიტების ფარგლებში. სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს მისთვის სასურველი სასწავლო კურსები სამაგისტრო საფეხურიდან.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია სამართლის მაგისტრი (Master of Law)
 

დაშვების წინაპირობები

·         სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა
  • საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2) (ინგლისური ენის კომპეტენცია შესაძლოა დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით (TOEFL IBT, IELTS და FCE) ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადება, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო კომპეტენციების განვითარება.

კერძოდ, შედარებითი კომერციული სამართლის პროგრამის მიზანია:

Ø   მისცეს სტუდენტს შედარებითი კომერციული სამართლის და კორპორაციული მართვის იმ მნიშვნელოვანი პრინციპების ცონდა,    რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიებისათვის და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისათვის;

Ø  მაგისტრანტს შესძინოს ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ევროპული კავშირის და საერთო სამართლის ქვეყნების კერძო სამართლის მიმართულებით. გააცნოს სტუდენტს კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და დახვეწის მიზნით მიმდინარე ტენდენციები;

Ø  შეასწავლოს სტუდენტს ევროპული კავშირის კომერციული სამართლის სფეროში არსებული სამართლებრივი ჩარჩო და მისცეს მას რიგი პრაქტიკულად საინტერესო საკითხის სიღრმისეული ანალიზის უნარი, რაც ხელს შეუწყობს მას მოღვაწეობა გააგრძელოს მრავალი მიმართულებით;

Ø  შესძინოს მაგისტრანტს ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რაც საშუალებას მისცემს მათ პროფესიული საქმიანობისას კონსულტაცია გაუწიონ დაინტერესებულ პირებს, კვალიფიციურად და ეფექტიანად წარმოადგინონ მათი ინტერესები კომერციული სამართლის სფეროში, როგორც ეროვნული, ასევე ევროპული კავშირის ქვეყნების კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

Ø  გამოუმუშავოს კურსდამთავრებულს უნარი იმუშაოს, მულტიეროვნულ გარემოში. მარტივად აღმოაჩინოს  სამართლებრივი პრობლემები და სწორი სტრატეგიული დაგეგმვით მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები;

Ø  მისცეს მაგისტრანტს ღრმა და სისტემური ცოდნა შემდეგი ძირითადი სამართლებრივი სისტემების თაობაზე: კონტინენტური სამართალი და საერთო სამართლი. გააცნოს მას ამ სისტემათათვის დამახასიათებელი თავისებურებები და პრაქტიკული ასპექტები კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში;

Ø  განუვითაროს მაგისტრანტს აქტუალური საკითხების კრიტიკული გააზრებისა და სამართლებრივი თუ ინტერდისციპლინური ანალიზის უნარი;

Ø  აღჭურვოს სტუდენტი სამართლებრივი სამეცნიერო ანალიზისა და გადმოცემის უნარით. მისცეს მათ ქართულ და ინგლისურ ენებზე პროფესიული სამართლებრივი ნაშრომის მომზადებისა და წარდგენის, საკუთარი და სხვის მიერ მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტების შეფასებების უნარი;

Ø  ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე დადგენილი სტანდარტების მიხედვით, შესძინოს სტუდენტს  კერძო სამართლის მიმართულებით სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმოების, საადვოკატო წარმომადგენლობის განხორციელებისა და შესაბამისი საპროცესო დოკუმენტების შედგენის პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. ასევე, შეასწავლოს სტუდენტს საადვოკატო და სამოსამართლეო პროფესიული ეთიკის პრინციპები ქართული, ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისად;

Ø  შეასწავლოს კერძო სამართლის ძირითადი ქვე-დარგები ქართულ, რომანულ, გერმანულ, ინგლისურ და ამერიკულ საერთო სამართლთან შედარების საფუძველზე (ამ სასწავლო კურსების არჩევის შემთხვევაში);

Ø  უზრუნველყოს იურიდიული, საარბიტრაჟო და მედიაციის კლინიკების ფუნქციონირება, რათა ხელი შეუწყოს მაგისტრანტს სტუდენტობის პერიოდშივე მოახდინოს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები:

ü  კომერციული სამართლის სფეროში შემავალი დისციპლინების ღრმა და სისტემური ცოდნა, რაც დაეხმარება მას  პრობლემების, სიღმისეულად ანალიზში;

ü  შედარებითი კომერციული სამართლის ქვე-დარგების სისტემური ცოდნა, რომელიც მისცემს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების, ცალკეული პრობლემის გადაჭრის სამართლებრივი გზების გაცნობიერების შესაძლებლობას;

ü  როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მოსამართლეთა, ადვოკატთა, საქმიანობის პროფესიული სტანდარტების, პროფესიული ეთიკის კოდექსებისა და მათი ძირითადი პრინციპების შესახებ ცოდნა;

ü  საერთაშორისო კომერციული სამართლის მიმართულებით ევროპის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობათა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ მყარი ცოდნა;

ü  შედარებითი კერძო სამართლის ძირითადი თავისებურებების, პრინციპებისა და ინსტიტუტების ფართო, სიღრმისეული ცოდნა. იმ ღირებულებათა სისტემის გააზრებული აღქმა, რომელსაც ეფუძნება სხვადასხვა სამართლებრივ ოჯახებში კომერციული ურთიერთობების მოწესრიგების სისტემა.

ü  დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის განხორციელების უნარი შედარებითსამრთლებრივი მეთოდის გამოყენების მეშვეობით.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა სტუდენტთა ცოდნის შეფასება მოხდება 100 ქულიანი სისტემით

შეფასების  სისტემა უშვებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

1)   (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასებიდან 91 და მეტი ქულა;

2)   (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასებიდან  81-90 ქულა;

3)   (C)  კარგი – მაქსიმალური შეფასებიდან 71-80 ქულა;

4)   (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასებიდან 61-70 ქულა;

5)   (E)  საკმარისი – მაქსიმალური შეფასებიდან 51-60 ქულა;

ორი სახის უარყოფით  შეფასებას:

1)  (FX)  ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასებიდან 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა  სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

2)  (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასებიდან  40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:

·         ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კომპანიები;

·         არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს კომპანიები;

·         საჯარო სამსახურის სტრუქტურები შესაბამისი პროფილით;

·         საკონსულტაციო კომპანიები;

·         სხვა ორგანიზაციები, სადაც საჭიროა იურისტის კვალიფიკაციის მქონე კადრი.

კურსდამთავრებულს, ასევე შეუძლია, გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – სამართლის დოქტორანტურში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.