[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ცისია ოქროპირიძე

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2011-2016

ფაკულტეტი – სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – სამართლის მიმართულება

იბსუ იყო ჩემი პირველი დამოკიდებელი არჩევანი, საბედნიეროდ წარმატებული და სწორი არჩევანი. ბაკალავრის წლები იყო ძალიან მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსე. მეორე კურსის დამთავრებისთანავე ლექტორმა შემომთავაზა მასთან კომპანიაში სტაჟირების გავლა, აქედან დაიწო ყველაფერი. ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროექტებში, სემინარებში და კონკურსებში, იბსუ ყოველთვის აძლევდა საშუალებას სტუდენტებს ყოფილიყვნენ მაქსიმალურად ჩართულები სხვადასხვა აქტივობებში. მესამე კურსიდან სტაჟირებას გავდიოდი სოციალურ მეცნიერებათა პაკულტეტზე-სამართლის მიმართულებით და პარალელურად ასევე სტაჟირებას გავდიოდი არასამთავრებო ორგანიზაციაში, სადაც სხვადასხვა ტრეინინგებს/პროექტებს ვაკეთებდით.

მეოთხე კურსის ბოლო სემესტრში იბსუმ მომცა საშუალება გაცვლითი პროგრამით თურქეთში კერძოდ კი ფატიჰის უნივერსიტეტში წავსულიყავი. ეს იყო ცვლილებების წელი, წელი რომელმაც მასწავლა ძალიან ბევრი რამ და საბოლოდ დამეხმარა იმაში რომ გადამეცწყვიტა ჩემი შემდეგი ნაბიჯები ცხოვრებაში. ზუსტად იმ პერიოდში გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს დავუთმობდი ადამიანის უფლებების  სფეროში მუშაობას, და ვიმუშავებდი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც არის სექსუალური უმცირესობების უფლებები, ქალთა უფლებები, და ყველა იმ მნიშვნელოვანი თემაზე, რომელიც ადამიანის უფლებებს და განსაკუთრებით გენდერს და ორიენტაციას შეეხებოდა. ამიტომ ყველაფერი ის რასაც დღეს ვაკეთებ ზუსტად ფატიჰში გატარებულ იმ ერთი წლის გამოცდილებას უკავშირდება. ამისთვის ყოველთვის ძალიან მადლიერი ვიქნები იბსუსი.

მას შემდეგ რაც ფათიჰის უნივერსიტეტიდან ჩამოვედი 2016 წელს და ბაკალავრის ხარისხი მოვიპოვე რამდენიმე თვე მთლიანად დავუთმე სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას, სადაც ტრეინინგებს ვუტარებდი სკოლის მოსწავლებსაა და სტუდენტებს ქალთა უფლებები, სექსუალური უმცირესობების უფლების კუთხით და ა.შ.შ

ჩემი მეორე სწორი და დამოკიდებელი გადაწყვეტილება ლიტვაში მაგისტრატურის გაგრძელება იყო საერთაშორისო სამართლის კუთხით. ლიტვაში მხოლოდ პირველი სემესტრი გავიარე, და იმ პერიოდში სტაჟირებას გავდიოდი საკამოდ ცნობილ და საინტერესო ორგანიზაციაში – transparency International Lithuania. მეორე სემესტრიში დაფინანსება მოვიპოვე და სწავლა გავაგრძელე ბელგიაში გენტის უნივერსიტეტში, რომელზეც საუბარი ალბათ არც ზედმეტია. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამოწვევებით სავსე უნივერსიტეტია, სადაც ნამდვილად ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, გენტის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მეორე დაფინანსება მოვიპოვე მალტის უნივერისტეტში, სწავლის პერიოდშივე სტაჟირება დავიწყე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, და შემდგომ უკვე სტაჟირება დავიწყე მალტის ერთ-ერთ სამინისტროში – Ministry for European Affairs and Equality, სადაც დღემდე ვმუშაობ პიროვნებასთან რომელმაც შეცვალა მალტის რელობა და აქცია მალტა ევროპის მაშტაბით ნომერ პირველ ქყვეყანად სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით. მიხარია რომ ვაკეთბ ზუსტად იმ საქმეს რომელიც ძალიამ მიყვარს, ვმუშაობ სხვადასხვა თემებზე რომელიც უკავშირედება გენდერს და ორიენტაციას, ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე და ა.შ.შ. მაგისტრატურის ბოლო სემესტრში კვლავ მოვიპოვე დაფინანსება და გადავწვიტე  მალტაში დარჩენა და ალბათ სამომავლოდაც აქ გავაგრძელებ პროფესიულ საქმიანობას.

ყველაფერი დაიწყო იბსუთი და ძალიან მიხარია რომ 7 წლის უკან მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომელმაც, განაპირობა ჩემი შემდგომი ყველა სწორი გადაწყვეტილება. ამისთვის კი ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო თიტოეულ ლეკქტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელებიც მუდამ მხარში უდგანან მოტივირებულ სტუდენტებს.