[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ფარგლებში გამოიცა ნაშრომი „მომხმარებელთა უფლებების სამართალი“, რომელიც ეხმიანება საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმას სამართლის ამ მიმართულებით. კანონმდებლის მისწრაფებანი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე  ქვეყნის ვალდებულებით, სამართლის სისტემის დაახლოვებაზე ევროპულ სტანდარტებთან. წინამდებარე გამოცემაში სწორედ ეს სპეციფიკაა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მალხაზ ჩახნაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა . წიგნი ეხება ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი კერძო და განსაკუთრებული ნაწილის იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. საკითხები განხილულია საჯარო და სახელმწიფო მმართველობის და

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2019 წლის შეჯიბრში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის რიგით

2018 წლის 14 დეკემბერს  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ა505 აუდიტორიაში კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტებმა ჩაატარეს სემინარი თემაზე - სამუშაო ადგილზე შევიწროება/სექსუალური შევიწროება.  შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სამუშაო ადგილზე შევიწროების დეფინიცია, ამ საკითხის შესასწავლად ჩატარებული საერთაშორისო თუ ქართული კვლევების მიგნებები, ქართულ კანონმდებლობაში

15-16 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება ტრენინგი "შემოქმედებითი მეწამეობა". ტრენინგი გათვლილია 9-დან 13 წლამდე მოსწავლეებისთვის. პროექტის მიმართ დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე გვესაჭიროება მოხალისეების დახმარება საორგანიზაციო საკითხებში. დაინტერესებული პირები გთხოვთ დაუკავშირდით პროექტის ორგანიზატორს, მარიამს - 577 68 68 43. მოხალისეებს პროექტის ბოლოს გადაეცემათ სერთიფიკატები. 

✅შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა 8 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეულში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებში სტუდენტების აქტიური ჩართულობით ორი ღონისძიება განხორციელდა. 🎓სამართლის ფაკულტეტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში მუშაობს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა პრობლემებზე, მათი რესოციალიზაციისა და სამომავლო ახალი დანაშაულის პრევენციის საკითხებზე. ამ პროცესის საზოგადოებაში

გთხოვთ, შეამოწმოთ ფინალური გამოცდების ცხრილი სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში (SIS-ში). გთხოვთ, გამოცდების დამთხვევის შემთხვევაში მიმართოთ საგამოცდო ცენტრს (A307) 26 ნოემბრიდან  30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ცხრილი გადაამოწმოთ ყოველდღიურად, რადგან შეიძლება შეიცვალოს კვირის ბოლომდე; გამოცდაზე დასასწრებად, აუცილებლად თან იქონიეთ სტუდენტური ბარათი. ფინალური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტს  განცხადებითა და გაცდენის მიზეზის დამადასტურებელი საბუთით, გამოცდის გაცდენიდან 2  კალენდარულ დღეში;

„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ სამშაბათს, 27 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სისხლის დონაციის დღეა. 1000 – 1400 საათამდე გაიმართება საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. A კორპუსი, ოთახი 106 (ექიმის კაბინეტი).

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს - პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენციისათვის, - ნაშრომების კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე,

 ესეების კონკურსი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას.