[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

სტუდენტები შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებს - ქეთევან თეთრაულსა და კახაბერ სოსელიას. მათ სტუდენტებს გააცნეს სამსახურის საქმიანობის მიმართულებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. სტუდენტებმა აგრეთვე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირებისა და მიმდინარე საკონკურსო პროგრამების შესახებ. სტუდენტების სპეციალურ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის ფაკულტეტის დელეგატის-გიორგი წიკლაურისა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა პროექტი - „რთული შემთხვევები სამართლის ფილოსოფიაში“.   პროექტში მონაწილეობა მიიღო 4 გუნდმა. პირველი ეტაპი - 10 ივნისი, 15:30 საათი ფინალური ეტაპი - 17 ივნისი, 13:00

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ 2022 წლის 20 ივლისს, საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანაორგანიზებითა და ზაარლანდის აუდიტორული კომპანია “MHP”-ს თანადგომით  დაგეგმილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე  - „ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა

მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით მართავს უსაფრთხოების ზაფხულის სკოლას სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.  ღონისძიება მიმართულია უსაფრთხოების სფეროში სწავლების ხელშეწყობის და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისკენ. სკოლის 

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2022 წლის 4 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კერძო სამართლის სიმპოზიუმი. სიმპოზიუმს მოწვეულ სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამოქალაქო სამართლებრივი საკითხები, როგორიც არის:

2022 წლის 25 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი აკბარ ტაშულოვი. დელაგაციის წევრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტის ვიცე რექტორი დილშოტ უმაროვი, მაგისტრატურისა და დაუსწრებელი სწავლების დეკანი ათაბექ ბაბაჯანოვი, სისხლის სამართლის პროცესის

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 2022 წლის 2 მაისს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო გლობალური გამოწვევები“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა შზსუ-ს რექტორი, ბატონი საფფეტ ბაირაქთუთანი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამომცემლობამ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოსცა. დღეს  IBSU-ში კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული  შედგენილია ნინო ხარატის, ზურაბ აზნაურაშვილის, ნიკა ასვანუასა და თამარ დევდარიანის მიერ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით. კრებულის მიზანია, ადმინისტრაციული

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ონლაინ) კონფერენციის ელ-ფოსტა: gloria@ibsu.edu.ge კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 21 მაისი. კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ : აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს; დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს; დამოუკიდებელ მკვლევარებს.   მონაწილეობის

სტაჟირების პროგრამა მომავალი იურისტებისთვის. პროექტი შედგება ნაწილისგან. თეორიული ნაწილი: რომლის მიმდინარეობისას მონაწილეები მოისმენენ მოქმედი და პრაქტიკოსი იურისტების ლექციებს. იურისტის უნარ ჩვევებისა და პროცესის მიმდინარეობის შესახებ. პრაქტიკული ნაწილი: მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და მოირგებენ პროკურებისა და ადვოკატების როლს. პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილე გამოვა პროცესზე, როგორც