[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

ssssss არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტი გერმანული მედიაორგანიზაციის „დოიჩე ველე აკადემიის“ პროექტის ფარგლებში გადის ინტენსიურ კურსს რადიოჟურნალისტიკაში. ორკვირიანი ტრენინგკურსი 2017 წლის 17 ნოემბერს სრულდება. კურსის დასრულების შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია source fabric-ი (Open Source Tools for Journalism)

„დიპლომატის დღესთან“ დაკავშირებით, კვირას, 12 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი მიხეილ ჯანელიძის ინიციატივით, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას „გაიცანი ქართული დიპლომატია“. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა

9 ნოემბერს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი ივანნა მაჩიტიძე და სტაჟირების პროგრამების კოორდინატორი სოფო ინასარიძე საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბაკალავრო ნაშრომის მომზადების შესახებ ზოგად წესებს, ვადებს და ძირითად რეგულაციებს. სტუდენტემბა ასევე ინფორმაცია მიიღეს სტაჟირების

8 ნოემბერს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა ივანნა მაჩიტიძემ და სტაჟირების პროგრამების კოორდინატორმა სოფო ინასარიძემ საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებთან გამართეს საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბაკალავრო ნაშრომის მომზადების შესახებ ზოგად წესებს, ვადებს და ძირითად რეგულაციებს. სტუდენტემბა ასევე ინფორმაცია

7 ნოემბერს, ბიბლიოთეკაში გაიმართა პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ასოც. პროფ. ნინო კერესელიძის შეხვედრა "ყავა პროფესორთან" სადაც მან სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებს ესაუბრა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიით დახელოვნებაზე, ასევე უცხოეთში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შინ გაზიარებაზე. დისკუსიის დროს გათამაშდა სამახსოვრო პრიზსიც.

სამშაბათს, 14 ნოემბერს 2.30 საათზე იბსუ-ს მცირე საკონფერენციო დარბაზში ა101 გაიმართება საქართველოს განათლებისადა მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ჭელიძის საჯარო შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია.“ შეხვედრა დააინტერესებთ როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სტიპენდიით სწავლის მსურველებს, ასევესაზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს დასაუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილმა ცენტრმა 2014-2017 წლებში უკვე 482 სასწავლო სტიპენდია გასცა. იხ:https://www.iec.gov.ge/

8 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების "ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა" და "ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს" ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის "წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო "ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს"ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერი.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე:"სსრკ-ს რევოლუციის 100 წლის თავი"

8 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისიტკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი მაგდა მემანიშვილი შეხვდა ამავე პროგრამის მეორეკურსელებს. შეხვედრაზე კოორდინატორმა სტუდენტებისგან მოისმინა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი შეხედულებების შესახებ, რაც მომავალში აუცილებლად გათვალიწინებული იქნება პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებსა და

3 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების "ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა" და "ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს" ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის "წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო "ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს"მკვლევარი გიორგი ჩხიკვაძე.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: "კერძო საკუთრების მნიშვნელობა ილიას მიხედვით.

მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების აღდგენითი შუალედური გამოცდა ჩატარდება 13 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით.

ss