[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამართლის კლინიკა

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

სამართლის კლინიკა არის სკოლის სასწავლო-საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, რომლის უმთავრესი მიზანია სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სტუდენტებში სამართლებრივი აზროვნების, სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, პროფესიული მეტყველების უნარის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის იურისტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

კლინიკა ხელს უწყობს სტუდენტის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას, სტუდენტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციების (ცოდნისა და უნარების) რეალურ ან/და იმიტირებულ სიტუაციებში გამოცდას, სტუდენტის მზაობის შემოწმებას დამოუკიდებელი მუშაობისათვის თანამედროვე მოთხოვნების პირობებში.

კლინიკური სწავლების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს, ნონა ზუბიტაშვილს nzubitashvili@ibsu.edu.ge, ან სამართლის კლინიკის ზედამხედველ ადვოკატს, gkikilashvili@ibsu.edu.ge

ცხელი ხაზი: +995 32 259 50 07

სამუშაო დრო: 09:00-17:00 სთ, შაბათ-კვირის გარდა

სამართლის კლინიკის დებულება