[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდა ამ მიმართულების სტუდენტების მიერ მომზადებული მაკეტებისა და პრეზენტაციების ჩვენება. სტუდენტებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული ნაგებობების შესახებ პრეზენტაციები, აგრეთვე აუდიტორიას წარუდგინეს ამ ნაგებობების მაკეტები, რომლებიც მათ მიერვეა მომზადებული სასწავლო კურსის ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდა

2022 წ.  12 ივნისს,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ტურიზმის  საბაკალავრო  პროგრამის სტუდენტებისთვის,   სასწავლო  კურსის  „ტურიზმის საფუძვლების“  ფარგლებში,  განხორციელდა  გასვლითი  ლექცია-სემინარი . შეხვედრა  ჩატარდა თბილისის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილას ავლაბრის უბანში ძველი ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის უნიკალურ დარბაზში, რომელიც ფორაქიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა.    შემაჯამებელი

IBSU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში ტურისტული სოფელი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, ტურისტული პროდუქტების გამოფენა - გაყიდვა, საჩვენებელი ტურისტული ლექცია/სიმულაცია და სხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის პროგრამის სტუდენტების მიერ ათვისებული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა დამსწრე

15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა. მან ისაუბრა დაცული ტერიტორიების დღევანდელ სისტემაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და სტუდენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

29 მარტს, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის: „საქართველოს დაცული ტერიტორიების" ფარგლებში ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორ გიორგი სულამანიძესთან. მან ისაუბრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ისტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ძირითად სახეობებზე, დღევანდელ პრობლემებზე, ტურისტულ მარშრუტებსა და რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. მადლობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის პროგრამის ფარგლებში 15.03.2022 ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო შეხვედრა ,,საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში და საზაფხულო დასაქმების პროგრამა". მომხსენებელი: ნუცა ციგროშვილი, შიდა ოპერაციების მენეჯერი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა შეხვედრა ,,მელაანური მასპინძლობა", ახალი ტურისტული დესტინაციისა და კონკურენტუნარიანი ტურისტული ეკო პროდუქტების შექმნის შესახებ. შეხვედრა ჩაატარა ტურიზმის სპეციალისტმა, "Melaanian vintage" დამფუძნებელმა, თეონა თაბორიძემ.

ზაჰა ქონსთრაქშენსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს არქიტექტურის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების დატრენინგებას და მათ პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას. ასევე, ერთობლივი ტრენინგები იგეგმება ზაჰა ქონსთრაქშენის თანამშრომლებისთვისაც, არქიტექტურის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა დავით ასანიძემ, მარიამ ანჯაფარიძემ და პატრიცია ნადერ ფარუკიმ მონაწილეობა მიიღეს არქიტექტურის პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ეხებოდა ახალ პროექტს „პირველი ნაბიჯი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამამ, რომელიც ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა საქართველოში, ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული